Posts

Showing posts from August, 2011

სალვადორ დალი - ცხენები

Image
რაინდი და სიკვდილი (ფაუსტი) სალვადორ დალის ”ცხენები”, ნამუშევრები, რომელთა უმეტესობაც შექმნილია 1960-1970-იან წლებში. დონ კიხოტ ლამანჩელი მშრომელი ცხენი I

ფრანც კაფკას წერილი ფელიჩესადმი 16/10/1917

Image
ძვირფასო ფელიჩე, გუშინწინ წერილი მივიღე. როგორ, უკვე წერილი? - ვეკითხებოდი ჩემ თავს და კარგა ხანს ვერც ვკითხულობდი. ეს მხოლოდ ის წერილი აღმოჩნდა, შენს ჩამოსვლას რომ მატყობინებდა. იმიტომ დაუგვიანია, რომ საფოსტო მისამართი ეწერა შეცდომით. ამით ისიც გაირკვა, თუ რატომ არ მოდიოდა აქამდე საპასუხო წერილები, მაგრამ დღეს, კვირას ორი წერილი მივიღე, ოცდაოთხი და ოცდაექვსი სექტემბრის. იმავე დღეს დედაჩემიც ჩამოვიდა ( მომიყვა, რომ შენთან საუბრისას ჩემზე უკითხავს, უკეთეს ხასიათზე ხომ არააო, და შენ გიპასუხია, მსგავსი არაფერი შემინიშნავსო). საღამოსაც არ მინდოდა წერილების გახსნა. უფრო სწორად მინდოდა, ერთი ამოსუნთქვით ჯერ შენთვის მომეწერა, სრულიად დამოუკიდებლად იმისაგან, რასაც შენ მწერდი. ბოლოს როგორც იქნა, გავხსენი წერილები. სწორედ ის ეწერა, რასაც ველოდი. მრცხვენია. თუმცა მეც ვერ გამიგია როგორ ხდება: არ გინდა ასე მოიქცე, მაგრამ სხვაგვარად ვერ ახერხებ; მინდა როგორმე აგიხსნა: ჩემში ხომ ორი მე იბრძვის. შენც იცი, რომ ჩემი უკეთესი მეორე ნაწილი შენ გეკუთვნის, ამაში, ამ უკანასკნელ დღეებში, ეჭვი არ...

კამილო ხოსე სელა - მოთხრობები

Image
კარაბინერის დანაშაული ანდერძი გახსნეს და პიოს ფულმა წმინდა მამებთან გადაინაცვლა, თვითონ პიო კი სემინარიაში ჩაირიცხა. დედაბრებმა, თავიანთ უმანკოებას მხდალი კურდღელივით რომ დაჰკანკალებდნენ, თამბაქოს სუნი იყნოსეს თუ არა, პირჯვრის წერას მოჰყვნენ, ხოლო მამაკაცის დანახვაზე ისეთი წივილ-კივილით მოკურცხლეს, თითქოს ვინმე ყელს ჭრიდა. იმ საღამოს შემდეგ კი, როცა ორივე კარტის თამაშის დროს თაღლითობდნენ და ერთმანეთი გამოიჭირეს, მათი მეგობრობა ყველაზე საიმედო დუღაბით შეიკრა - მხილების შიშით. გაზაფხულის ბრალია თითქოს ყველამ ერთად პირი შეკრა, სიცოცხლის სიხარული უფრო ძალუმად გამოეხატათ. ქრისტინა უბრალოდ ბაძავდა გულის ძახილს. ჭრიჭინები მთელი ღამე ჭრიჭინებენ, მაგრამ ისე თანაბრად და ერთფეროვნად, რომ ადამიანი ეჩვევა და თითქმის აღარ ესმის ეს ხმა, თითქოს თვით სიჩუმე ხმიანობსო. განთიადმა შეყვარებულის მკლავებში მოუსწრო. მესიათა კლუბი ადამიანმა ყველაფერში კარგი მხარე უნდა დაინახოს. დაუვიწყარია ეს მზერა, კეთილს რომ არაფერს გიქადის. ირლანდიელი იყო, თვით ბახუსზე უფრო ლოთი და ისეთივე მოღ...

კამილო ხოსე სელა - არტისტების კაფე

Image
სექციაში ორ-ორი პოეტი ეტევა, თუ ისინი გამხდრები არიან და მათი სულები ხორცს აღემატება. პოეზიაც მახვილგონივრული შედარებებითაა აღსავსე. თოვლის თეთრი სუდარა ახლა მოდაში აღარ არის. მანდილოსნები არასოდეს იკავებენ თავს რძიანი ყავისაგან. მანდილოსნები ხარბები არიან. პროვინციელი ჭაბუკი აჭარხლდა და უნებურად მზერა სენიორას სავსე მკერდს მიაპყრო. მათთან, პროვინციაში ასეთი რამ არ ხდება, მათთან, პროვინციაში, მანდილოსნები ჩასუქებულნი კი არიან, მაგრამ ლექსებს არ წერენ. ისინი წინდებს ქსოვენ და ქარგავენ. მათთან, პროვინციაში, მანდილოსნებს ძროხის სუნი ასდით, მაგრამ ანისულის ლიქიორს არ სვამენ; ისინი შოკოლადს მიირთმევენ, ისიც ხანდახან. მაგიდის თავზე დაფრინავს სიჩუმის წუთიერი ანგელოზი, ჭერს მიასკდება და ტელეფონის ჯიხურში გაუჩინარდება. მადლიერების ნიშნად სირილო ბატკანივით გაიტრუნა. ვინციელმა ჭაბუკმა თავად არ იცის, ვინ არის, რა უნდა, ვინ უნდა იყოს და ვინ გახდება. არტისტების კაფის ოფიციანტები სახით არჩევენ, ვინ კარგი მხატვარია და ვინ ცუდი. კარგ და ცუდ პოეტებსაც არჩევენ. ოფიციანტები არასდროს ცდე...

სომერსეტ მოემი - სიგიჟე ერთი ღამისა

Image
სიყვარულისთვის არ გათხოვდეთ. ეს შეცდომაა. აირჩიეთ მდგომარეობა და მეგობარი. -კაცებს სიყვარული ასულელებთ. უხეშობაში სინაზეს ფარავდა, დამცინავ ბუნებაში კი სითბოს. -დროა ამ მომღერალს მოვუსმინოთ. მართლაც განსაცვიფრებელი, მართლაც დიდებულია, სულ მთლად მაკარონი და გრძნობაა. -თქვენისთანა მზეთუნახავი მე ჯერ არ შემხვედრია, - გადაულაპარაკა ფლინტმა. -რამდენი ქალისთვის გითქვამთ ეგ? -ბევრისთვის, მაგრამ როცა თქვენც გეუბნებით, ამით ჩემს სიტყვებს ჩეშმარიტება არ აკლდება. განა შეიძლება გაამტყუნოთ ახალგაზრდა, რომ გაზაფხულზე სიყვარულზე იოცნებოს? ერთხელ ვცხოვრობ და ჩემს ჭკუაზე უნდა ვიცხოვრო. მე თავდავიწყებით მიყვარს სიცოცხლე. ბედნიერი ვარ და საშუალება მაქვს ცხოვრებისათვის ვიცხოვრო. სულელი ვიქნები, იღბალი რომ არ გამოვწურო. თქვენ ჯერ ახალგაზრდა ხართ და ცხოვრებას კარს ვერ გამოუკეტავთ. -რა ფასი აქვს ახალგაზრდობას, თუ იღბალი არ ახლავს. მე ციხეში ვცხოვრობ და თავდასაღწევი გზა არა მაქვს. დაე მომავალმა თავის თავს თვითონ მიხედოს. მიყვარს ხიფათთან თამაში, მინდა ცხოვრების ყველანაირი მღელვარება...