ბორის ვიანი - გულსაგლეჯი

პირბასრ მწერებს უთვალავი პატარ-პატარა ორმო გაეთხარათ და ამ დაჩვრეტილ მიწაზე დაბიჯებისას კაცი იფიქრებდა, სიცივისგან მკვდარი ღრუბელიაო. მე სხვათა ჭკუა-გონების უზომოდ მომხმარებელი გახლავართ. - ნასვამი ხართ? - არა, ცარიელი ვარ. კაცი მხოლოდ და მხოლოდ მაშინაა თავისუფალი, როცა არაფრის სურვილი აღარ აქვს. - ქალაქში ღმერთი არ სწამთ. - ჩვენ აქ ღმერთი გვწამს და მღვდელი ვერ დაგვიშლის ამას. მან უბრალოდ არ იცის რისთვისაა ღმერთი. - ჩვენში სირცხვილი არ იციან რა არის. ადამიანს ყოველთვის რაღაც ან ვიღაც ენატრება. ასე რომ, ჯობს რაღაც მნიშვნელოვანი მოენატროთ.