ჰარუკი მურაკამი - სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით
დავბადებულვარ 1951 წლის 4 იანვარს, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის პირველი წლის, პირველსავე კვირაში. ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ამაში იყო რაღაც დასამახსოვრებელი და ჰაჯიმე დამარქვეს, რაც ”დასაწყისს” ნიშნავს. სხვა მხრივ კი არაფრით გამოირჩეოდა ჩემი დაბადება. რამდენადაც ვიცოდი, ჩემი ნაცნობებიდან არავის, რა თქმა უნდა შომამოტოს თუ არ ჩავთვლით, ლისტის საფორტეპიანო კონცერტები არასდროს არ მოესმინა. ამ ფაქტის მარტო წარმოდგენაც კი მაამაყებდა. მე ხომ ისეთ სამყაროში შევაბიჯე, სადაც ჩემი ნაცნობები არასდროს ყოფილან, თითქოს საიდუმლო ბაღი ყოფილიყოს, სადაც შესვლის ნება მხოლოდ მე დამრთეს. ვუსმენდი და ვგრძნობდი, ზევით როგორ ვიწეოდი, როგორ ავდიოდი არსებობის ახალ დონეზე. მე და-ძმის გარეშე გავიზარდე და ასეთად უკვე ჩამოვყალიბდი. თუ და, ან ძმა მეყოლებოდა, მე უკვე ის არ ვიქნებოდი, რაც ეხლა ვარ, ამიტომ არაბუნებრიავია, ვიფიქრო იმაზე, თუ რა მოხდებოდა, ისინი რომ მყოლოდა. დარწმუნებული ვიყავი, რაღაც მიმზიდველი, მართლაც რომ იდო სამხრეთით, საზღვრის მიღმა. გრძნობას, რაც მისი ხელის შეხებამ დამი...