Posts

Showing posts from March, 2013

სერგეი დოვლატოვი - უცხოელი

Image
მოლოტოვი მოხსნეს და ლევა ახლა ხრუშჩოვის დახატვას შეეცადა,მაგრამ შეძლებული გლეხის სიფათის ტილოზე გადატანა მისთვის მიუღწეველი აღმოჩნდა. ასე დაემართა ბრეჟნევის მიმართაც. არც ოპერის მომღერლის ფიზიონომიის ხატვა გამოსდიოდა. ბოლოს გამწარებულმა აბსტრაქტულ მხატვრობას მიჰყო ხელი. ახლა ფერად ლაქებს, ირიბ ხაზებსა და ხვეულებს ხატავდა. თან სვამდა და დებოშს ტეხდა. მეზობლებმა ლევას უბნის მილიციონერთან უჩივლეს: სვამს, აყალმაყალს ტეხს, რაღაც აბსტრაქტულ აბდაუბდას ხატავს... ბოლოს ლევა ადგა და ემიგრაციაში წავიდა, მიუჯდა იქ საჭეს და დამშვიდდა. თავისუფალ დროს ახლა მოლოტოვს კი არა,ცხენზე ამხედრებულ რეიგანს ხატავს...  იქ, საბჭოეთში, თავისუფლება არ იყო, მაგრამ იყვნენ მკითხველები. აქ თავისუფლება საკმარისზე მეტი იყო, მაგრამ არ იყვნენ მკითხველები. საბაჟოზე ზარეცკიმ ერთი ასეთი ისტორიული განცხადება გააკეთა: მე არ ვტოვებ რუსეთს, ეს რუსეთი მტოვებს მე!.. ლერნერს ჰარმონია ხიბლავდა, მას იმპრესიონისტად თვლიდნენ, მის მოკლემეტრაჟიან ფილმებს - იმპრესიონისტურად. ირგვლივ კი სოციალისტური რეალიზმით გაჯერებული ცხ...

ორჰან ფამუქი - თოვლი

Image
ამბობდა, თოვლი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გვესიზმრებაო. ამ ადამიანს საკუთარი არსებობა სიმშვიდეს ჰგვრიდა. თოვლს ბავშვების შეძახილები და შეგინებები მოეგუდა. ჩვენ მხოლოდ ის გვაერთიანებს, რომ ცხოვრებამ მოლოდინი არ გაგვიმართლა. ყარსში თითქოს არც ქალაქი და არც ადამიანები ნამდვილები არ იყვნენ. აქ ყველას ან სიკვდილი, ან აქაურობისგან გაცლა უნდოდა. მაგრამ მე წასასვლელიც აღარ დარმჩენოდა. ისტორიისა და ცივილიზაციის მიღმა დავრჩი. ცივილიზაცია იმდენად შორს იყო, რომ მისი იმიტაციაც კი შეუძლებელი ხდებოდა. თუ ადამიანებს არ ენდობი, ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევ. ემიგრაციის მიზეზი მარტო შინაური უბედურებისთვის თავის დაღწევა როდია, ჩვენი სულის სიღრმეებამდე ჩაღწევის სურვილიცაა. ჭეშმარიტი მორწმუნისათვის არავითარი ტანჯვა არ შეიძლება ცოდვის ჩადენის მიზეზი გახდეს. ჩემს მარტოობას რომ გაიგებს, ისეთი ალაჰი მინდა. მარტოობა ღირსების საკითხია, ადამიანი თავის წვენში იხარშება ამაყად. არც მე ვარ ამ წუთას დიდად ბედნიერი, მაგრამ მე ახალგაზრდა ვარ. უბედურება ძალას მმატებს. ჩემს ასაკში ბედნიერებას უბე...

ამადეო მოდილიანი - სკულპტურა

Image
„როცა ქანდაკებაზე მუშაობდა, სულ სხვა რამ სჭირდებოდა: პრიმიტიული ხელოვნების გაგება და მისი თანამედროვე ხელოვნებასთან შერწყმა. ეს მხოლოდ პარიზში მოახერხა. თანამედროვე მოდერნისტული მიმდინარეობის სკულპტურები პირველ მსოფლიო ომამდე პარიზში იყრიდნენ თავს და ყველა მათგანი რაღაც ტოზით პრიმიტიული ხელოვნების ზეგავლენაში ექცეოდა. მოდილიანის სკულპტურაც ამ გავლენას განიცდის, მისი ყველაზე ელეგანტური და განზოგადებული ფორმით. ჩანს, რომ მისი ნამუშევარი საზრდოობს ევროპული არქაული ფესვებით და მასთან ერთად აფრიკისა და აზიის ახალი კულტურით“ „მოდილიანის ადრიდანვე დიდი ინტერესი და მისტიკური დამოკიდებულება ჰქონდა ქანდაკებებისადმი. პირველი წვრთნა მან იმდროინდელ აღიარებულ იტალიელ ხელოვანთა წრეში მიიღო. მას მერე, რაც დედასთან ერთად იმოგზაურა იტალიაში, აღმოაჩინა, რომ ეს მხატვრები სულაც ვერ წარმოადგენდნენ იტალიურ ტრადიციებს ისე, როგორც მან შეიგრძნო. როგორცკი მოახერხა სახლიდან წასვლა, მარმარილოზე მუშაობით განთქმულ პატარა ქალაქ პიეტრასანტაში დაიწყო სკულპტურაზე მუშაობა. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორი იყო მისი მაში...

ლადო გუდიაშვილი მოდილიანიზე

Image
ამადეო მოდილიანი კაფე „როტონდაში“, 1966 წ. - ლადო გუდიაშვილი ლადო გუდიაშვილი: „როტონდაში“ მოდილიანი მის პირდაპირ მჯდომ ქალს ხატავდა ალბომში. შემდეგ ნამუშევარი ქალს გადააწოდა. ქალმა იუკადრისა, მე არ ვარო და უგულოდ დაუბრუნა ნახატი ავტორს. - ოჰ, ეს ქალები, არაფერი ესმით! - ამადეო მოდილიანი

ამადეო მოდილიანი 1884 - 1920 ჩანაწერები და ნახატები

Image
„მოდილიანის წილად ხვდა ფუფუნება ღატაკად დარჩენისა“ - ჟან კოკტო „გოგენის შემდეგ, მან უეჭველად ყველაზე უკეთ შეძლო გამოეხატა თავის შემოქმედებაში გრძნობა ტრაგიკულისა, მაგრამ მასთან ეს გრძნობა ბევრად უფრო ინტიმურია და გამორიცხავს ყოველგვარ მანკიერებას. მოდილიანი, შეიძლება ითქვას, ყველაზე თანამედროვეა ჩვენს თანამედროვე მხატვართა შორის. იყო თანამედროვე მხატვარი, ნიშნავს იმას, რომ შემოქმედებითად გადმოსცე შენი ეპოქის თრთოლა, მაჯისცემა, ღრმა ფსიქოლოგია. ამისათვის არ კმარა საგანთა მხოლოდ გარეგნული გამოსახვა, უნდა შეგწევდეს უნარიც მათი სულის გახსნისა. სწორედ ეს დიდებულად შეძლო მოდილიანიმ, მონპარნასელმა მხატვარმა, რომელიც ამიერიდან მსოფლიოს კუთვნილებაა“  - პოლ იუსონი, ჟურნალ „მონპარნასის“ რედაქტორი „მუშაობა რომ შევძლო, მე ცოცხალი არსება მჭირდება, მე უნდა ვხედავდე მას ჩემ წინაშე“ - ამადეო მოდილიანი „მოდილიანი მუდამ მომხიბლავი იყო. მის მიმზიდველ გარეგნობაში იყო რაღაც ექსცენტრიკული, იმაში კი, ხელს როგორ გართმევდა, საოცარი ერთგულება იგრძნობოდა. თავისი ხელოვნებით ცხოვრება უნდოდა მაშინ, როცა...

Orhan Pamuk - Nobel Banquet speech

Image

ორჰან ფამუქი - ფარული სახე

Image
„თუ წერას შაბლონურად სამოგზაუროდ გზაზე გასვლას ვუწოდებთ, წერის ბედნიერება ამ მოგზაურობისას გაცნობილი მეგობრების საკუთარ სამყაროში მიღების სიხარული უნდა იყოს“ - ორჰან ფამუქი ფოტოგრაფი : ჩემი ახალგაზრდობა ძალიან შორს, ჩემი მოსაყოლი ამბის დასაწყისში დარჩა... ქალი : ამ კაცის სახე ისეთი ცარიელი და სევდიანია, რომ მაშინვე ხვდები, სამი შვილი უნდა ჰყავდეს... ბავშვები დღე და ღამე ჩხუბობენ... კაცი სიზმარში ბაღით გარშემორტყმულ სახლს ხედავს. მესაათე : მინდოდა, ადამიანებისთვის საათებზე მეამბა... მექანიზმების სინატიფეზე, ქანქარის იდუმალებაზე, იმაზე, თუ რა საშიში თვისება აქვს ზამბარას. ახლა არავინ იცის, რა არის საათი... ალბათ, იმიტომ არიან ადამიანები სევდიანები. ალბათ, ეს არის მიზეზი, თავიანთ ამბებსაც რომ არ ჰყვებიან... ისინი ვერც კი გრძნობენ, თუ როგორი სულია საათის ისრების მიღმა... მინდოდა, შემძლებოდა ადამიანებისთვის საათების საიდუმლოებაზე მომეთხრო... მაშინ ისინი გამოღვიძებულებივით სამყაროს სხვანაირად გაუსწორებდნენ თვალს... მაშინ თავს დააღწევდნენ თავიანთ დარდებს და იქნებ, საკუთარი ამბების ...