ფრანც კაფკა - პრომეთე
პრომეთეს შესახებ ოთხი თქმულება მოგვითხრობს:
პირველის თანახმად, ის კავკასიონზე იქნა მიჯაჭვული, ვინაიდან მან ღმერთებს ადამიანებთან უღალატა, ღმერთებმა კი არწივები მიუგზავნეს, რომლებიც მას მუდმივად ხელახლა მზარდ ღვიძლს უძიძგნიდნენ.
მეორეს თანახმად, პრომეთე, მკორტნავი ნისკარტებით მიყენებული ტკივილისაგან სულ უფრო ძალუმად ეკვროდა კლდეს, ვიდრე მას არ შეურთდა.
მესამეს თანახმად, ათასწლეულების მანძილზე მისი ღალატი მივიწყებას მიეცა, ღმერთებს მიავიწყდათ, არწივებს, თავად მას.
მეოთხეს თანახმად, უსაფუძვლოდ ქმნილობის გამო დაღლილობამ იძალა. ღმერთები დაიღალნენ, არწივები დაიღალნენ, დაღალული ხორცდებოდა იარა.
დარჩა აუხსნელი კლდოვანი მთა. თქმულება აუხსნელის ახსნას ცდილობს და რადგან ის სიმართლის საფუძვლიდან მომდინარეობს, კვლავ აუხსნელად უნდა დასრულდეს.