Posts

Showing posts from August, 2013

ნიკოლო კაპონი - ნიკოლო მაკიაველი

Image
„მათ იმთავითმე ბრმებს უწოდებდნენ; შურიანი, ქედმაღალი, ხარბი ხალხი...“ - დანტე ალიგიერი ფლორენციელების შესახებ ნიკოლო მაკიაველი აღნიშნავს ფლორენციელების საყოველთაო სიყვარულს სახელმწიფო სამსახურის მიმართ და პიესა „მანდრაგორას“ ერთ-ერთ პერსონაჟს, მესერა ნიჩას, ამ სიტყვებს ათქმევინებს: „ამ ქალაქში გვძულს ყველა, ვისაც სახელმწიფო სამსახურში დანიშვნა არ უხარია“. როგორც ერთი ფლორენციული ანდაზა ამბობს, „სჯობს ცუდი სუნი აგდიოდეს, ვიდრე სულელად გამოჩნდე“. „მე ღარიბი დავიბადე და გაჭირვების სიმძიმე უფრო ადრე ვიგრძენი, ვიდრე ცხოვრების სიხარული“, დაწერს მაკიაველი მოგვიანებით, დევნილობის დროს, თავის მეგობარ ფრანჩესკო ვეტორისტვის გაგზავნილ წერილში. „მათ ვუმადლი მთელ ჩემს მოკრძალებულ კეთილშობილებას“ - მაკიაველი უხსნის თავის ვაჟს, გვიდოს, რაოდენ მნიშვნელოვანია მუსიკისა და ჰუმანიტარული დისციპლინების შესწავლა. 1517 წელს მაკიაველი ლუიჯი ალამანის შესჩიოდა, რომ ცნობილმა პოეტმა, ლუდოვიკო არიოსტომ, მისი სახელი არ მოიხსენია პოეტთა შორის „მძვინვარე ორლანდოში“: „ ისე უარმყო, თითქოს ვიღაც უგუნური ვიყ...

ნიკოლო მაკიაველი - წერილები

Image
1503 წლის 24 ნოემბერს დაწერილ ბარათში, მარიეტა (ნიკოლოს ცოლი) მაკიაველის წერს:  „ჩემო საყვარელო ნიკოლო, ტყუილად დამცინი, რადგან კიდევ უფრო უკეთ ვიქნებოდი, გვერდით რომ მყავდე. სხვებზე კარგად იცი, როგორი ბედნიერი ვიქნებოდი, მანდენდან (რომიდან) რომ წამოხვიდოდე, განსაკუთრებით ახლა, როცა შევიტყვე ეპიდემიის შესახებ, რომელიც ქალაქში მძვინვარებს. წარმოიდგინე, როგორ გამიხარდებოდა, რადგან ვერც დღისით ვიძინებ და ვერც ღამით - ჩვენმა შვილმა მომანიჭა ეს ბედნიერება. გემუდარები, ხშირად მომწერე, რადგან აქამდე მხოლოდ სამი წერილი მივიღე. ჩემი დუმილი კი ნუ გაგაკვირვებს: არ ვბრაზობ, უბრალოდ, დღემდე შეუძლოდ ვიყავი. ბავშვი თავს კარგად გრძნობს, სულ შენ გგავს: სახე თოვლივით თეთრი აქვს, თმა - თითქოს შავი ხავერდისა, და ისეთივე აბურძგნული, როგორც შენი. ვფიქრობ, ამ მსგავსების წყალობით ჩვენი ვაჟი მშვენიერია. და ისეთი მოუსვენარია, თითქოს ერთი წლის ბავშვი იყოს. დაიბადა თუ არა, თვალები გაახილა და თავისი ყვირილით სახლი გააყრუა. მაგრამ ჩვენი გოგო ავადაა, და გთხოვ, ეცადე დაბრუნდე... გიგზავნი თბილ ქურთუკს, ორ ...

პლუტარქე - რომულუსი

Image
როგორც კი დააფუძნა ქალაქი, რომულუსმა უწინარეს ყოვლისა სამხედრო რაზმებად დაჰყო ყველა, ვინც ასაკით მომწიფებული იყო. ყოველ რაზმში შედიოდა სამი ათასი ქვეითი მეომარი და სამასი ცხენოსანი. ასეთ რაზმს ეწოდებოდა „ლეგიონი“, ვინაიდან მისი შედგენა არჩევით ხდებოდა. ჭეშმარიტებას მაინც ის უფრო უახლოვდება, ვისი აზრითაც რომულუსი სათავეში მდგომთა და უძლიერესთა მოვალეობად დაბეჩავებულებზე ზრუნვასა და მათ მფარველობას თვლიდა, ხოლო მფარველობაში მყოფთ ასწავლიდა, ძლიერთა წინაშე შიში კი არ ჰქონოდათ და მათთვის მიგებული პატივის გამო კი არ განაწყენებულიყვნენ, არამედ კეთილმოსურნეობით მოჰკიდებოდნენ, ჩაეთვალათ ისინი საკუთარ მშობლებად და ყოველთვის მამებად მოეხსენიებინათ. რომულუსმა კიდევ იმ ნიშნით გამიჯნა ძლიერნი მდაბიოთაგან, რომ პირველთ უწოდა პატრონები, რაც „მფარველთ“ აღნიშნავს, ხოლო მეორეთ დაარქვა კლიენტები, რაც, თავის მხრივ „ხელქვეითებს“ გამოხატავს. ამასთანავე, მათ ურთიერთობაში დაამკვიდრა საოცარი კეთილმოსურნეობა, რომელიც მომავალში დიდ უფლებათა და მოვალეობათა საფუძველი გახდა. რომის ზრდას არაფერი არ უწყობდა...

პერიკლეს სიტყვა ათენელთა გასამხნევებლად

Image
„მე ველოდი თქვენს აღშფოთებას, მესმის ამის მიზეზი და შეგკრიბეთ, რათა მიგითითოთ, რომ უსამართლოდ მსაყვედურობთ და გასაჭირს ნებდებით. ჩემი აზრით, ქვეყნის აყვავება მეტ სარგებელს მოუტანს ცალკეულ მოქალაქეს, ვიდრე ერთეულთა კეთილდღეობა საერთო დაცემის პირობებში. როგორ კარგადაც უნდა მისდიოდეს საქმე კერძო პირს, სამშობლოს დაღუპვა მისთვისაც საბედისწერო იქნება, ხოლო ბედნიერ ქვეყანაში უიღბლოსაც აქვს საქმის გამოსწორების იმედი. ამდენად, რადგან ქვეყანას შეუძლია ცალკეულ მოქალაქეთა უბედურების ატანა, მოქალაქე კი ვერ გადაიტანს ქვეყნის უბედურებას, უმჯობესია ერთად დავიცვათ სამშობლო და არ მოიქცეთ ისე, როგორც ახლა იქცევით: საკუთარ გასაჭირში ჩაფლულები აღარ ზრუნავთ ქვეყანაზე, მსაყვედურობთ მე, რომ ომი გირჩიეთ, და საყვედურობთ საკუთარ თავს, რომ დამიჯერეთ. თქვენ ბრაზობთ კაცზე, ვისაც სხვაზე ნაკლებად არ ესმის, როგორ უნდა სახელმწიფო საქმეების გაძღოლა, ვისაც შეუძლია ამის სხვისთვის ახსნა, ვისაც უანგაროდ უყვარს სამშობლო. ვინც საქმეში კარგად ერკვევა, მაგრამ სხვისთვის ახსნა არ შეუძლია, არაფრით სჯობს უმეცარს. ვისაც ორივე ხე...

პერიკლეს სიტყვა პელოპონესის ომის დაწყებაზე

Image
„ათენელებო, ჩემი აზრით არ ღირს პელოპონესელთათვის დათმობა, თუმცა ვიცი, რომ ომის დაწყების გადაწყვეტილების მიღება უფრო იოლია, ვიდრე ომის წარმოება, და განწყობა შეიცვლება იმის მიხედვით, ბედი ვის გაუღიმებს. ახლაც იგივე, ან თითქმის იგივე უნდა გირჩიოთ, რაც ადრე. სამართლიანი იქნება, თუ ვინც დაეთანხმება საერთო გადაწყვეტილებას, მხარს დაუჭრეს მას წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი, ხოლო გამარჯვებას საკუთარ გამჭრიახობას არ მიაწერს. მოვლენათა განვითარების განჭვრეტა ხომ ისევე შეუძლებელია, როგორც აზრების კითხვა. ამიტომ, გაუთვალისწინებელ უბედურებას ხშირად შემთხვევითობას მივაწერთ. ლაკედემონელები უკვე დიდი ხანია გვმტრობენ. მართალია, ისინი დათანხმდნენ საქმეების საშუამავლო სასამართლოში განხილვას და ორივე მხარის მიერ საკუთარ სამფლობელოთა ფარგლების შენარჩუნებას, მაგრამ მათ სასამართლოსთვის არასდროს მიუმართავთ და სადაო საკითხების ძალით გადაწყვეტას ამჯობინებენ. ახლა საჩივრით კი არა, ბრძანებით მოდიან. ისინი გვიბრძანებენ, მოვხსნათ ალყა პოტეიდაიას, მივცეთ დამოუკიდებლობა ეგინას და გავაუქმოთ მეგარის დადგენილება. ...

თუკიდიდე - პელოპონესის ომის ისტორია

Image
წიგნი - I თუ ისევ ჰომეროსს დავეყრდნობით, ძველ ლაშქრობათა შორის ტროაზე ლაშქრობა ითვლება ყველაზე ყველაზე მნიშვნელოვნად, მაგრამ ის ჩამოუვარდება დღევანდელ ომებს. პოეტმა ალბათ შეალამაზა და გააზვიადა მოვლენები, მაგრამ ასეც რომ იყოს, ეს ლაშქრობა მაინც უმნიშვნელოდ გამოიყურება. ძველი ლაშქრობები უმნიშვნელო იყო სახსრების სიმწირის გამო, მათ შორის ყველაზე ცნობილიც კი აღარ გამოიყურება ისე ბრწყინვალედ, როგორც ეს პოეტების გადმოცემაშია. ადამიანებს ხომ სჩვევიათ, შემოწმების გარეშე ირწმუნონ უფროსი თაობისგან მოსმენილი ამბები წარსულზე, თუნდაც ეს მათ სამშობლოს ეხებოდეს. მართალია, ადამიანები, ჩვეულებრივ, მიმდინარე ომს აღიქვამენ უმნიშვნელოვანესად, მაგრამ მისი დამთავრების შემდეგ მათ უფრო ძველი ომები აოცებთ. ჩემი ნაშრომი შექმნილია სამარადჟამოდ და არა წუთიერი ტკბობისათვის. იმ პირობებში, როცა ადამიანებს მტერთან ბრძოლაში მხოლოდ გამარჯვება ადარდებთ, ნებისმიერ დამხმარეს მეგობრად მიიჩნევენ, ადრე რომც მტერი ყოფილიყო, და ნებისმიერ ხელისშემშლელს, თუნდაც ძველ მეგობარს - მტრად. წუთიერი ინტერესით შეპყრობი...