ნორვეგიის ეროვნულ ბიბლიოთეკას წიგნები ციფრულ ფორმატში გადაჰყავს
Digitising books at the National Library |
ნორვეგიის ეროვნულ ბიბლიოთეკას მის კოლექციაში არსებული ყველა წიგნი ციფრულ ფორმატში გადაჰყავს, რათა დამუშავების შედეგად მათი მოძებნა და ონლაინ კითხვა გახდეს შესაძლებელი.
ეს გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთისა და ფინეთის მიერ წიგნების მასობრივად ციფრულ ფორმატში გატანის მსგავსია. ამ შემთხვევაში ნორვეგია დამატებით ნაბიჯს დგამს წინ - სხვადასხვა გამომცემელთან შეთანხმების საფუძველზე, ნორვეგიული IP მისამართის მქონე პირებს ისეთ მასალაზეც კი ექნებათ წვდომა, რომლის საავტორო უფლებებიც დაცულია.
ბიბლიოთეკა წიგნების სკანირებისა და ტექსტის სტრუქტურული ანალიზის სკანირებისათვის საჭირო აღჭურვილობას ფლობს. გარდა ამისა, ნორვეგიის ეროვნული ბიბლიოთეკა წიგნებს მეტამონაცემებს დაურთავს და მარტივი ძიებისათვის მონაცემთა ბაზაში განათავსებს.
King Harald I of Norway receives Norway out of his father's hands |
ნორვეგიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფიქრობენ, რომ წიგნების, რომელთა შორის შუა საუკუნეებით დათარიღებული მასალაც შედის, ციფრულ ფორმატში გადაყვანას 20-დან 30 წლამდე დასჭირდება. ამ მიმართულებით მუშაობა 2006 წელს დაიწყო.
წყარო - theverge