ჩემი პირველი კაფკა | My First Kafka

სილვია პლათი თვლიდა, რომ არასდროსაა ნაადრევი ბავშვმა ლიტერატურასთან კავშირი დაამყაროს. მაგრამ, შეიძლება, რომ ეს პირდაპირ კაფკა იყოს?  რატომაც არა, თუკი ეს ვიდეოთამაშების დიზაინერის მეთიუ როთის შექმნილი წიგნია - „ჩემი პირველი კაფკა“.  

ეს იდეა როთს სრულიად შემთხვევით, მაშ შემდეგ მოუვიდა, რაც პატარა ქალიშვილებისთვის კაფკას კითხვა დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ კაფკა ბავშვებისთვის არასდროს წერდა (შეიძლება ვინმე შემედავოს, რომ ფრანცი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისთვის წერდა)  „ჩემი პირველი კაფკა“ ზრდასრულთათვის განკუთვნილი ნაწარმოების საკმაოდ კარგად ადაპტირებულ საბავშვო წიგნია, ისეთივე, როგორც მარკ ტვენის, ტონი მორისონის, ჯეიმზ ჯოისის, სილვია პლათის, უილიამ ფოლკნერის, გერტრუდა სტაინის, ტომას სტერნზ ელიოტისა და ჯონ აპდაიკის ადაპტირებული ნაწარმოებები.





ავტორი - Maria Popova