პერსონაჟი მიშელ უელბეკი პიკასოზე
რა ჯანდაბად გვინდოდა პიკასოს დორა მაარის პორტრეტი? ყველა შემთხვევაში, პიკასო სრული სიმახინჯეა. იგი საშინელებამდე დამახინჯებულ სამყაროს ხატავს, რადგან მისი სულია მახინჯი. ეს ყველაფერია, რაც პიკასოზე შეიძლება ითქვას.
მისი ნახატების ხშირი გამოფენა საჭიროებას არ წარმოადგენს, არაფრის მომტანია, მასში არც სინათლეა, არც ფერებისა და ფორმების ახლებური გააზრება, საერთოდ არაფერი აქვს, რაც ყურადღებას იმსახურებს, შემზარავი სისულელეა და პრიაპული (ვნებიანი, ავხორცული) თხუპნა, რაც მხოლოდ მეშვიდე ათწლეულში გადასულ ზოგიერთ მოხუცს თუ მოხიბლავს, ბანკში მრგვალი ანგარიში რომ აქვს.
აი, ვან დეიკის შექმნილ Ducon-ის პორტრეტი ვაჭართა გილდიიდან, სხვა საქმეა, რადგან ვან დეიკს Ducon-ი კი არ აინტერესებს, არამედ ვაჭართა გილდია. მოკლედ, მე ასე მესმის თქვენი ტილოები, მაგრამ შეიძლება არცა ვარ სწორი, ასე რომ, თუ ჩემი ტექსტი არ მოგეწონათ, სანაგვეში გადააგდეთ. მაპატიეთ, აგრესიული ვხდები, ეს დაწყევლილი მიკოზი... – ნაწყვეტი მიშელ უელბეკის რომანიდან - „რუკა და ტერიტორია“