ნიკოლო მაკიაველის ინსტრუქცია რაფაელო ჯიროლამისადმი
ნიკოლო მაკიაველის ინსტრუქცია ესპანეთის იმპერატორის, კარლოს V-ის კარზე ფლორენციის რესპუბლიკის ელჩის - რაფაელო ჯიროლამისადმი:
„...უწინარეს ყოვლისა, თქვენ უნდა შეისწავლოთ იმპერატორის ხასიათი: თვითონ მართავს სახელმწიფოს თუ სხვებს ანდობს მის მართვას, ძუნწია თუ უხვი, ომის მოსურნეა თუ მშვიდობის მოყვარე, რა უფრო ძლიერია მასში: პატივმოყვარეობა თუ რაიმე სხვა ვნება, პატივისცემით სარგებლობს თუ არა თავის ქვეშევრდომთა შორის, რანაირი მრჩევლები ახვევია გარს, რა სურთ ამ მრჩევლებს: ახალ-ახალი ომებისთვის აქეზებენ თუ ურჩევენ, ისარგებლოს თავისი ახლანდელი მდგომარეობით, რაც ესოდენ ხელსაყრელია მისთვის? თქვენ უნდა დაუკვირდეთ აგრეთვე იმპერატორისაგან განკერძოებით მცხოვრები ბარონებისა და დიდებულების განწყობილებას, გაიგოთ, დიდია თუ არა მათი გავლენა და ძლიერება, კმაყოფილნი არიან თუ არა იმპერატორით, ანდა, თუ უკმაყოფილონი არიან, რა გზით შეუძლიათ ავნონ მას, და შეუძლია თუ არა საფრანგეთს მათი მოსყიდვა და გადაბირება?“