უინსტონ გრუმი - ფორესტ გამპი

ცხოვრება შოკოლადის ყუთს ჰგავს - არასოდეს იცი, რა შეგხვდება

პირდაპირ გეტყვით: იდიოტობა კამფეტივით ტკბილი როდია!

დამიჯერეთ, იდიოტებზე საკმარისად ვიცი. შეიძლება ითქვას, ეს ერთადერთი რამაა, რაც ნამდვილად ვიცი; იმიტომ რომ, ბევრი წამიკითხავს - დაწყებული იმ დოიჩოევსკის „იდიოტით“ და დამთავრებული მეფე ლირის სულელი ხუმარათი, ფოლკნერის იდიოტით, ბენჯით, და თვით მოხუცი ბუ რედლით „ნუ მოკლავ ჯაფარაში“ რომაა - აი, ეგ მართლა სერიოზული იდიოტია. ისე, ყველაზე მეტად მე თვითონ მოხუცი ლენი მომწონს „თაგვებსა და ადამიანებში“. მწერლების უმეტესობა მართლა ზუსტად ხვდება: მათი იდიოტები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე ხალხს ჰგონია, ჯანდაბა, მეც ვეთანხმები ამას. ნებისმიერი იდიოტი დაეთანხმებოდა. ჰი-ჰი.

როცა დავიბადე, დედამ ფორესტი დამარქვა, სამოქალაქო ომის გენერლის, ნეითნ ბედფორდ ფორესტის პატივსაცემად.

ზაფხულის საღამოებში, როცა მართლა აუტანლად ცხელოდა, (დედა) ყველა ფარდას ჩამოუშვებდა, სასტუმრო ოთახს ჩამოაბნელებდა, იქ დამსვამდა და გასაგრილებლად გრაფინით ლიმონათს მომიტანდა ხოლმე. ზოგჯერ თვითონაც მომიჯდებოდა და მელაპარაკებოდა; კონკრეტულად არაფერზე, ისე, ზოგადად, როგორც კატას ან ძაღლს ელაპარაკება ხოლმე პატრონი.

არმიიდან წერილი გამოეგზავნათ, ფორესტ გამპი ადგილობრივ კომისარიატში გამოცხადდესო. მე ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, დედა კი ყველაფერს მშვენივრად მიხვდა: 1968 წელი იყო და ვიღაცეებს ათასი პრობლემა ჰქონდათ მოსაგვარებელი.

კვირები ისე ნელა გადიოდა, მეგონა, დრო უკან ბრუნდებოდა.

ხანდახან არასწორი ნაბიჯის გადადგმაც საჭიროა!

აი, ყოველთვის ყველაფერზე რომ ვთანხმდები, მაგიტომაცაა პრობლემები რომ არასდროს მაკლია.

ყველაფერი ყოველთვის ისე კარგი როდია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

რაც მოხდა, მოხდა; მთავარია, მოსაწყენი ცხოვრებით არ მიცხოვრია. ხვდებით რასაც ვგულისხმობ?

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2014წ.