ჯონ ლენონის ნახატები და ხელნაწერები რეკორდულ ფასად გაიყიდა

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის “The Beatles”-ის წევრის ჯონ ლენონის ხელნაწერები და ნახატები სოთბის აქუციონზე რეკორდულ ფასად - 3 მილიონ დოლარად გაიყიდა.

გაყიდულ ლოტებს შორის იყო ფანქრით შესრულებული ნახატები, ლენონის ლექსები და მოთხორობები. აუქციონის ორგანიზატორთა ინფორმაციით, წარმოდგენილი 89 ლოტიდან უმრავლეოსაბა საწყის ფასთან შედარებით გაცილებით ძვირად გაიყიდა.

მაგალითისთვის, ლენონის მიერ დაწერილი ერთ-ერთი მოთხორობა ახალ მფლობელს 209 ათას დოლარზე მეტი დაუჯდა.


წყარო - bbc.co.uk