გერმანიაში ვინსენტ ვან გოგის მოკვეთილი ყური გამოფინეს
ქალაქ კარლსრუეს მუზეუმში 3D პრინტერის საშუალებით დაბეჭდილი ვინსენტ ვან გოგის მოკვეთილი ყური გამოფინეს. სმენითი ორგანო, რომელიც მხატვრის გენებსაც შეიცავს სპეციალურ ხსნარშია მოთავსებულლი.
ინსტალაციის ავტორის, გერმანელი მხატვრის დიმუტ შტრებეს განცხადებით, ფუნჯის ნაცვლად მან მეცნიერება გამოიყენა, ისე, როგორც ვინსენტი იყენებდა ფერებს.
ყური ბოსტონის ჰოსპიტალ ბრიგჰამშია გამოყვანილი და მუზეუმის სტუმართა ხმების კომპიუტერული დამუშავების შედეგად ნერვული იმპულსები გადაეცემა.
გამოფენა კარლსრუეში 6 ივნისამდე გაგრძელდება.
წყარო - bbc.co.uk