ატომურ ბომბს გადარჩენილ მხატვართა პირველი გამოფენა

Yoshiko Michitsuji - I Ran Toward My House Through a Sea of Flames, 1974
ქალაქ ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქების შემდეგ გადარჩენილი იაპონელების ნამუშევრებს საზღავრგარეთ პირველად გაიტანენ.


ექსპოზიციას მანჩესტერის ხელოვნების გალერეა უმასპინძლებს. ნახატების ძირითადი ნაწილი 1945 წელს იაპონურ ქალაქში აშშ-ის ავიაციის მიერ ატომური ბომბის ჩამოგდების სცენებს ასახავს. ნამუშევართა უმეტესობა მხატვრებმა 1970-იან წლებში, იაპონური ტელეკომპანიის პროექტის ფარგლებში დახატეს.

2 ათასი ტილოდან სულ 12 შეარჩიეს და პირველად ჰიროსიმას მშვიდობის მუზეუმში გამოფინეს. ჰიროსიმაში ტრაგიკული მოვლნების დროს 60-დან 80 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

Satoshi Yoshimoto - Black Rain, Something Slimy Covered My Body, 1973-1974
Yasuko Yamagata - Woman and Child Statue, 1974
Kojiri Tsutomu - Downtown Ruins, 1973-1974
Fumiko Ya - Hospital, 1973-1974
Gisaku Tanaka - Lights Blinking On In the Atomic Desert, 1973-1974
Goro Kiyoyoshi - City Burning, Black Cloud in the Background, 1973
Masahiko Nakata - Bloated Bodies in the River Over Yokogawa Bridge, 1973-1974
წყარო - bbc.com