ჯონათან ბარტონის მიერ ილუსტრირებული - 1984
„მაინც არაფერს ჰქონდა ფერი, ყველგან გაკრული პლაკატების გარდა. შავულვაშიანი სახე ყველა კუთხიდან იმზირებოდა, ერთი პლაკატი მოპირდაპირე სახლის ფასადზე გაეკრათ: დიდი ძმა გითვალთვალებს. შავი თვალები უინსტონს გუგებში ჩაჰყურებდნენ. დაბლა, ზედ ქუჩის თავზე, ერთ კუთხეში აგლეჯილ სხვა პლაკატს ქარი აფრიალებდა და ხანგამოშვებით აჩენდა ერთადერთ სიტყვას: ინგსოცი. შორს, სახურავებს შორის, ვერტმფრენი დაეშვა, წამიერად შ.ეყოვნდა ჰაერში ხორცის ბუზივით და კვლავ წინ გაქანდა ირიბი ფრენით. ეს პოლიციის პატრული იყო, რომელიც სახლების ფანჯრებში იყურებოდა. თუმცა პატრული არაფერს ნიშნავდა - მთავარი აზრის პოლიცია გახლდათ“, - ჯორჯ ორუელი - 1984