უილიამ ს. ბეროუზი - ჯანქი
გამოუსწორებელი ნარკომანის აღსარება
სიზმარში ზებუნებრივ ურჩხულებს ლამის იყო ხორცი შეესხათ. მეშინოდა, ერთხელაც გავიღვიძებ და სიზმარი ცხადად მექცევა-მეთქი. მახსოვს, ყური მოვკარი, მოახლე ამბობდა, ოპიუმს თუ მოწევ, ტკბილად დაგეძინებაო და ჩავილაპარაკე: - რომ გავიზრდები, მეც მოვწევ ოპიუმს.
მალე მივხვდი, რომ ამ წრესთან, ანუ სხვებთან, შეთანხმება ან შეწყობა შეუძლებელი იყო და სრულ მარტოობაში აღმოვჩნდი.
მოწინააღმდეგე არსად ჩანდა და მეც ჩემი თავგადასავლების ეულ გმირად ვიქეცი.
ერთხელ ვან გოგივით წამომიარა და ერთი ვინმესთვის თავის მოსაწონებლად თითის წვერი წავიჭერი, რის გამოც საგიჟეთში აღმოვჩნდი. საგიჟეთის ექიმებს ვან გოგზე არაფერი სმენოდათ. პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი დამისვეს, რადგან სხვანაირად ვერაფრით აეხსნათ ერთი სამწუხარო ფაქტი: ვიცოდი, სად ვიყავი და ვინ იყო აშშ-ის პრეზიდენტი.
ფული არ მჭირდებოდა. უბრალოდ მსიამოვნებდა, რომ კრიმინალური აქტით ჩემს თავისუფლებას საფრთხეს ვუქმნიდი. სწორედ ამ დროს გავსინჯე პირველად ჰეროინი და მასზე დამოკიდებული გავხდი. შესაბამისად, ფულიც დამჭირდა - მანამდე ეს ჩემთვის უცხო იყო.
ხშირად ისმის კითხვა: რატომ ხდება ადამიანი ნარკომანი? პასუხი მარტივია: როგორც წესი, ნარკომანობა არავის უნდა. დილით არ იღვიძებ და არ ასკვნი, რომ ნარკომანობა გინდა. წამალზე შესაჯდომად თითქმის სამი თვე დღეში ორჯერ უნდა გაიჩხირო. ნამდვილი ლომკა მხოლოდ ამის შემდეგ გეწყება. ... რა თქმა უნდა, ისმის სხვა კითხვაც: საერთოდ რატომ სინჯავ ნარკოტიკს? ან რატომ აგრძელებ მის მოხმარებას განარკომანებამდე? ნარკომანი იმიტომ ხდები, რომ არავითარი მიზანი არ გაგაჩნია. ნარკოტიკი სიცარიელეს გივსებს. პირველად ცნობისმოყვარეობის გამო გავსინჯე. მერე სულ ვიკეთებდი თუ ვიშოვიდი. თანდათან შევჯექი. გავიკიტხე და სხვა ნარკომანებმაც იგივე მითხრეს. აღარც მათ ახსოვთ, რატომ დაიწყეს წამლის კეთება. იკეთებდნენ და იკეთებდნენ, სანამ არ შეჯდნენ. თუ წამალი არასდროს გაგიკეთებიათ, ვერასდროს მიხვდებით, რა არის ლომკა. ნარკომანობას არავინ გეგმავს. უბრალოდ ერთ დილას იღვიძებ და უკვე ლომკა გაქვს.
ჯანქი უჯრედული განტოლებაა, რომელიც მომხმარებელს უმთავრესს ასწავლის. ვიცი, როგორია მორფინის წვეთებად აწონილი სიცოცხლე. განმიცდია ჯანქის ნაკლებობით გამოწვეული ტანჯვა და შპრიცით შეყვანილი სითხით უჯრედების დარწყულებით გამოწვეული შვება.
მე ჯანქის განტოლება შევისწავლე. ჯანქი ალკოჰოლი ან პლანი არ არის, რომ მხოლოდ სიამოვნებისთვის მოიხმარო. ჯანქი ცხოვრების წესია.
თუ გინდა, რომ კაცს გაუტეხო, სექსის დროს სიგარეტს უნდა მოუკიდო.
პლანის გასაღება ერთი შეხედვით იოლი საქმეა, როგორც ბეწვეულით ვაჭრობა, ან ბაყაყების მოშენება.
პლანაქეშები მჩხირავებს არ ჰგვანან. მჩხირავი ფულს გაძლევს, ჯანქი მიაქვს და ითესება. პლანაქეშები ასე არ იქცევიან. მათი აზრით, ბარიგამ ისინი უნდა გაართოს, ცოტა გააბოლებინოს და მათთან ნახევარი საათი ილაყბოს, სანამ ორი დოლარის პლანს იყიდიან. თუ პირდაპირ საქმეზე გადახვალ, გეტყვიან, მაგრად გვიტეხავო. სხვათა შორის, ბარიგამ პირდაპირ არ უნდა მიახალოს ბარიგა ვარო. არა, უნდა თქვას, რომ კაი ბიჭებისა და გოგოებისთვის რაღაც-რაღაცეები აქვს, რადგან თვითონაც უყვარს გაბოლება. ყველამ იცის, რომ ის ბარიგაა, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმა არ ვარგა. ღმერთმა უწყის, რატომ. ჩემთვის პლანაქეშები ამოუცნობი ხალხია.
ვერაფრით მივმხვდარვარ, ხალხი, რომელიც პლანის მოწევასა და კრიმინალს შორის კავშირს ხედავს, ბოლომდე რატომ არ დგას თავის პოზიციაზე და ალკოჰოლის აკრძალვას არ ითხოვს. ყოველდღე უამრავი მთვრალი სჩადის ისეთ დანაშაულს, რომელსაც ფხიზელი არ ჩაიდენდა.
როგორც კი ჯანქზე შეჯდება, მომხმარებელი ყველაფრის მიმართ კარგავს ინტერესს. მისი ცხოვრება მხოლოდ ჯანქის ირგვლივ ტრიალებს, ერთი დოზიდან მეორემდე წამებს ითვლის, მხოლოდ „გადანახული ჩეკები“, „რეცეპტები“ და „ბაიანები“ ახსოვს. თავად ნარკომანს ჰგონია, რომ ნორმალური ცხოვრება აქვს და ჯანქი მხოლოდ გვერდითი მოვლენაა. ის ვერ აცნობიერებს იმას, რომ დინებას მიჰყვება. მხოლოდ მარაგის ამოწურვის შემდეგ ხვდება, რაოდენ მნიშვნელოვანია მისთვის ჯანქი.
ბარიგობა სტრესული საქმეა. ადრე თუ გვიან, „ძაღლების ჟიმჟიმი“ გეწყება და ყველა პოლიციელი გგონია. გეჩვენება, თითქოს მეტროში მიმავალი ხალხი ალყაში გაქცევს, რომ მანამ ჩაგავლოს ხელი, სანამ ჯანქის თავიდან მოცილებას მოასწრებ.
არასდროს მსმენია, ვინმე საკუთარი ნებით შეშვებოდეს გაჩხირვას. ყოველთვის გამოძებნი საბაბს, გამონაკლისის სახით გაიკეთო მცირე დოზა. ბოლოს ჯანქი გითავდება, ლომკა კი რჩება.
რასაკვირველია, უფრო მეტი წინდახედულება უნდა გამომეჩინა, მაგრამ სექსისა და სიფრთხილის შეთავსება არასდროს გამომდიოდა.
თუ „ძაღლებთან“ პირში წყალს ჩაიგუბებ, ცემით გაგხეთქვენ. აუცილებლად უნდა გამოგძალონ რაიმე ცნობა, თუნდაც არაარსებითი.
მჩხირავი ჯანქის დროით ცხოვრობს. როცა ჯანქს ვეღარ იკეთებს, დრო ნელდება და თანდათან ჩერდება. მჩხირავი იმასღა ცდილობს, როგორმე გაძლოს და უჯანქო დროის დადგომას დაელოდოს. ლომკიანი მჩხირავი გარე სამყაროს დროს ვერსად გაექცევა, ვერსად დაემალება. მხოლოდ ლოდინი შეუძლია.
ცუდ შეგრძნებას მხოლოდ გაჩხირვა ან დრო გაგიქრობს.
ლომკას ვერავინ უძლებს, თუ ციხეში არ ხარ ან ჯანქს სხვანაირად არ ხარ მოწყვეტილი. ჯანქის მოხმარების შეწყვეტა და განკურნება თითქმის შეუძლებელია იმის გამო, რომ ლომკა ხუთიდან რვა დღემდე გრძელდება. თორმეტ საათს იოლად გადაიტანს კაცი, ოცდაოთხი საათით გაძლებაც შეიძლება, მაგრამ ხუთი-რვა დღე მეტისმეტად დიდი დროა.
ჯანქის მთელი კაიფი ისაა, რომ უმისოდ ვერ ძლებ და აუცილებლად უნდა გაიკეთო. მჩხირავები ჯანქის დროით ცხოვრობენ, ჯანქის მეტაბოლიზმი აქვთ; ჯანქის კლიმატს არიან შეგუებულები. მათ მხოლოდ ჯანქი ათბობს და აგრილებს. ჯანქის კაიფი ისაა, რომ პირობებს ჯანქი გკარნახობს. ლომკას ისევე ვერ გაექცევი, როგორც გაჩხირვის შემდეგ - კაიფს.
სინამდვილეში, ჯანქი სულაც არ „ასწორებს მაგრად“. ნარკომანისთვის ჯანქი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მას ეჩვევა. ვერავინ მიხვდება, რა არის ჯანქი, სანამ ლომკას არ გამოცდის.
როცა ლომკა აღარ გაწუხებს, უარის სათქმელად ნებისყოფის მოკრება აღარ გჭირდება. ჯანქი აღარ გინდა და მორჩა.
მჩხირავს, რომელიც ჯანქს თავს არიდებს, სიმთვრალეში ისევ ჯანქი ახსენდება.
სისხლის სამართალი ის იშვიათი პროფესიაა, რომლის სპეციალისტისგანაც კლიენტი იღბალს ყიდულობს. როგორც წესი, იღბალი ამა თუ იმ ადამიანს მუდამ თან სდევს და სხვას არ გადაეცემა. აი, კარგ ადვოკატს კი შეუძლია თავისი იღბალი კლიენტს მიჰყიდოს; და რაც უფრო მეტ იღბალს ყიდის, მით მეტის გაყიდვას შეძლებს მომავალში.
ერთხელაც ჯანქი საერთოდ რომ გაქრეს დედამიწის ზურგიდან, მჩხირავები, ალბათ, მაინც დარჩებიან, ლომკის მკრთალ აჩრდილგადაფარებულები (გაურკვეველი, მოუცილებელი დაუკმაყოფილებლობის განცდით შეპყორბილები) იდგებიან თავიანთ ბირჟაზე.
მექსიკაში შენს ოცნებას მაგიური ძალა აქვს. თუ ვინმეს ნახვას ინატრებ, მაშინვე შენთან გაჩნდება.
გინდაც ათი წელი ახლოს არ გაეკაროს, ნარკომანს რამდენიმე დღე ეყოფა ჯანქზე თავიდან შესაჯდომად. აი, იმან კი, ვისაც ჯანქთან შეხება არასდროს ჰქონია, თითქმის ორი თვე დღეში ორჯერ უნდა იკეთოს ჯანქი, რომ ჩვევა გამოუმუშავდეს.
ჯანქზე რომ ზიხარ, წელიწადი ისე გადის, ვერც ამჩნევ. მხოლოდ ის პერიოდები გახსენდება, როცა ლომკა გქონდა. გახსოვს მხოლოდ პირველი რამდენიმე გაჩხირვა და ლომკის დროს გაკეთებული დოზები.
კოკაინი ნაღდი კაიფია. გაფრთიანებს და ღრუბლებში გიტაცებს, თუმცა ეს განცდა მაშინვე გტოვებს. კოქსის კაიფი საუკეთესოა, მაგრამ მხოლოდ ათიოდ წუთს გრძელდება. ათი წუთის შემდეგ მორიგი დოზის გაკეთება გინდა. როცა კოკაინს იკეთებ, ცოტა მორფინიც უნდა დაამატო, რომ კოკაინის კაიფი გააწონასწორო და მავნე გვერდით ეფექტებს თავი აარიდო. უმორფინო კოკაინი შფოთს გმატებს, თანაც მორფინი ჭარბი დოზის ანტიდოტია. კოკაინის ზუსტი დოზა არ არსებობს, სხვაობა საჭირო და ჭარბ დოზას შორის მინიმალურია. რამდენჯერმე ზედმეტი მომივიდა და თვალებში დამიბნელდა, გული ამომიტრიალდა. საბედნიეროდ, მორფინის საჭირო რაოდენობა ყოველთვის იქვე მქონდა და გავიჩხირე. მაშინვე მომაბრუნა. როცა შემჯდარი ხარ, ჰეროინი ბიოლოგიური აუცილებლობაა, უხილავი პირი. ჰეროინს რომ იკეთებ, კმაყოფილდები, თითქოს კარგად დანაყრებულიყავი. კოკაინის ერთი დოზა კი არასდროს კმარა. პირველი გაჩხირვის ეფექტი გაივლის თუ არა, მეორედ გაჩხირვა გინდება. თუ შინ კოკაინი გაქვს, კინოში წასვლა არასდროს მოგინდება, გარეთაც კი არ გახვალ, სანამ კოკაინი არ დაგიმთავრდება. ერთი გაჩხირვა უეჭველად მეორეს განდომებს, რომ დაუსრულებლად კაიფში იყო. თუმცა, როგორც კი კოკაინი შენს ორგანიზმს ტოვებს, აღარც კი გახსენდება. კოკაინი მიჩვევას არ იწვევს.
როცა ჯანქს თავს ანებებ, ყველაფერი უაზრობად გეჩვენება, სამაგიეროდ გახსოვს გაჩხირვის გრაფიკი, ჯანქის მუდმივი საშინელებანი, საკუთარი სიცოცხლე, რომელიც დღეში სამჯერ შენს ვენაში ჩაედინება.
მჩხირავისთვის ბარიგა იგივეა, რაც შეყვარებულისტვის სატრფო. გულის ფანცქალით ელი მის განსაკუთრებულ კაკუნს კარზე, მის განსაკუთრებულ ნაბიჯის ხმას ჰოლში, ქუჩაში ხალხის ნაკადში მისი სახის დანახვას. თვალწინ გიდგას მისი სახის ყოველი ნაკვთი, თითქოს შენი კარის ზღურბლზე იდგეს და გეღადავებოდეს: „ბოდიში, მაგრამ ჯანქი ვერ გაგიჩითე“. გაკვირდება, როგორ ცვლის შენს სახეზე იმედს მღელვარება, ტკბება თავისი ძალაუფლებით - მხოლოდ მას შეუძლია მოგცეს ან არ მოგცეს ის, რაც ძალიან გჭირდება.
როცა ჯანქის კეთებას ანებებ თავს, ცხოვრების წესს იცვლი. მინახავს მჩხირავები, ჯანქს ზურგი რომ აქციეს და სმა დაიწყეს - ორიოდე წელიწადში ყველამ ფეხები გაფშიკა. ყოფილ მჩხირავებს შორის თვითმკვლელობა იშვიათობაა. რატომ ანებებს საკუთარი სურვილი ნარკომანი ჯანქის კეთებას თავს? ამ კითხვაზე პასუხი უცნობია. მიზეზი სულაც არ არის ის ფიზიკური თუ ფსიქიკური ზიანი, რომელსაც ჯანქი აყენებს ადამიანს. ჯანქის გადაგდება უჯრედულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებაა და, თუ ერთხელ მაინც შეეშვები გაჩხირვას, ვეღარასდროს შეძლებ დიდი ხნით დაუბრუნდე - როგორც უჯანქობას ვერ გაუძლებ დიდხანს, ისე ჯანქის კეთებას. გაჩხირვას თავდანებებული, სამყაროს სულ სხვა თვალით უყურებ.
კაიფი სამყაროს სხვა კუთხით დანახვაა. კაიფი ხრწნადი, წინდახედული, მოსაწყენი, დამფრთხალი ხორცის კლანჭებისაგან მყისიერი გათავისუფლებაა.
მთარმგნელი - ნიკა სამუშია
გამომცემლობა „დიოგენე“, 2013