ო.ჰენრი - გზები, რომელთაც ვირჩევთ
თარგმნა მაია ნათაძემ
ტაქსონიდან ოციოდე მილის დაშორებით “საღამოს ექსპრესი” წყლის ასაღებად გაჩერდა.წყლის გარდა ამ განთქმულ ექსპრესის ორთქმავალმა რაღაცა კიდევ შეიმატა ესეთი, რაც არცთუ ისე სასარგებლო იყო მისთვის. სანამ ცეცხლფარეში წყლის წელას გადართვით იყო გართული, ბობ ტიდბოლი, "ზვიგენი” დოდსონი და მეტისი კრიკების ტომიდან, მეტსახელად ჯონ დიდი ძაღლი, აძვრნენ ორთქმავალზე და მემანქანეს ტავიანთი ჯიბის არტირელიის სამი ლულა დაანახეს. ამან იმდენად ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა მემანქანაზე, რომ მაშინვე ასწია ხელები ისეთი მოძრაობით, რომელიც, ჩვეულებრივ, წამოძახილს-ო, რას ამბობთ!- უკავშირდება.
თავდამსხმელთა მეთაურმა, დოდსონმა, ბრძანება გასცა... მემეანქანე ჩახტა მიწაზე და მოხსნა ორთქმავალი მატარებელს. მერე ჯონ დიდი ძაღლი ნახშირზე შემოჯდა, მიუშვირა თითო რევოლვერი მემანქანესა დამ ის თანაშემწეს და თავაზიანად ურჩია, ორთქმავალი ვაგონებისთვის მოეშორებინათ და შემდგომი განკარგულებებისათვის ეცადათ.
ზვიგენმა დოდსონმა და ბობ ტიდბოლმა არ იკადრეს ისეთი უხარისხო მადნის გადამუშავება, როგორიც არიან მგზავრები და პირდაპირ საფოსტო ვაგონის ოქროს საბადოებს მიაშურეს. გამყოლი გულდამშვიდებით დახვდათ, ღრამად დარწმუნებული, რომ ,,სარამოს ექსპრესი” სუფთა წყალზე უფრო სახიფათოს ვერაფერს შეიწოვდა.
სანამ ბოლი ექვსვაზნიანი რევოლვერის ტარით გამობერტყავდა გამყოლის თავიდან ამ დამღუპველ აზრს, დოდსონმა სეიფს დინამიტი შეუწყო. სეიფი აფეთქდა და ამას ოცდაათიათასი დოლარი ოქროსი და ქარალდის ფულების სასიამოვნო ჩხარუნი და შრიალი მოჰყვა. მგზავრებმა ზანტად გამოჰყვეს თავები ფანჯრებიდან, რომ გაეგოთ საით დაიქუხა. მთავარმა გამყოლმა ზარის ზონარს ჩამოჰკრა ხელი, მაგრამ გაწყვეტილი ზონარი უსიცოცხლოდ ჩამოეკიდა. ყაჩარებმა ნადავლი ბრეზენტის ტომარაში ჩაჰყარეს,, სწრაფად ჩამოხტნენ ვაგონიდან და მაღალქუსლიანი ჩექმებით ძუნძულით გაიქცნენ ორთქმავალისკენ.
გაჯავრებულმა, მაგრამ ფრთხილმა მემანქანემ ჭკუა იხმარა, ბრძანებას დაუჯერა და სწრაფად მოაშორა ორთქმავალი მატარებელს, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, საფოსტო ვაგონის გამყოლი გონს მოვიდა, ვინჩესტერს დაავლი ხელი და თამაშში ჩაება. მისტერ ჯონ დიდმა ძაღლმა, ეტყობა, ვერ გააკეთა სწორი სვლა, როცა ტენდერზე დასკუპდა და საუცხოო მიზნად იქცა; გამყოლმა თავისი კოზირით ისარგებლა და ტყვია შიგ ბეჭებში გაუყარა. მეტისი რაინდი მიწაზე გადმოგორდა.
მით თითო მეექვსედით გაზარდა თავისი ამხანაგების წილი.
წყალსატუმბიდან ორი მილის მანძილზე მემანქანეს გაცერება უბრძანეს.
ყაჩაღებმა გამომწვევაად დაუქნიეს ხელი მემანქანეს, ჩაირბინეს ციცაბო ფერდობი და ხშირ ტყეში მიიმალნენ. ჩაპორალის ბარდებთან ხუთიოდწუთიანი ბრძოლის შემდეგ გავიდნენ პატარა მდელოზე, სადაც ხის ტოტზე სამი ცხენი ება. ერთი ჯონ დიდ ძაღლს უცდიდა, რომელსაც ამიერიდან აღარ ეწერა ცხენის ჭენება აღარც დილით და აღარც ღამით. ამ პირუტყვს ყაჩაღებმა აღვირი აჰყარეს, მოხსნეს უნაგირი და ტყეში გაუშვეს.
თვითონ კი მოასხდნენ დანარჩენ ორს, ნადავლიანი ტომარა უნაგირის კეხზე გადაჰკიდეს და სწრაფად, თუმცა ფრთხილად, რაც შეიძლებოდა ნაკლები ხმაურით, შეაჭენეს უკაცურ ხეობაში. აქ ბობ ტიდბოლის ცხენმა ხავსიან ლოდზე წინა ფეხი მოიტეხა. მას მაშინვე თავში ტყვია დაახალეს და სათათბიროდ დასხდნენ.
ისეთი მიხვეულ-მოხვეული გზები გაიარეს, რომ, მცირე ხნით მაინც, არავითარი საშიშროება არ მოელოდათ. რამდენიმე მილი და საათი აშორებდა მათ ტვით უსწრაფეს მდევარსაც კი, რომელიც შეიძლიბოდა გამოსდგომოდათ. დოდსონის აღვირაყრილი ცხენი ფშვინავდა და სიამოვნებით გლეჯდა ხეობაში ნაკადულის პირას ამოსულ ბალახს.
ბობ ტიდბოლმა გახსნა ტომარა, ამოალგა ოქროთი სავეს პარკი, ტკიცინა ფულის დასტები და ბავშვური სიხარულით ჩაიხითხითა.
- ყური მიგდე, შე ბებერო ყაჩაღო,- მხიარულად უთხრა მან დოდსონს. - აკი გქონდა კიდეც იმედი, რომ ამ საქმეს გავჩარხავდით. ნამდვილი ფინანსისტი ხარ. ამისტანებში ვერც ერთი არიზონელი ვერ შეგედრება.
- ცხენს რა ვუყოთ, ბობ? აქ დიდ ხანს ხომ ვერ დავრცებით.
ჩვენს კვალს გათენებამდე მიაგნებენ.
- შენი ბოლივარი ორსაც ადვილად გვზიდავს, ჯერჯერობით, - თქვა იმედიანად ბობმა, - მერე, პირველივე ოთხფეხს, რომელსაც წავაწყდებით, დავისაკუთრებთ და ყველაფერი რიგზე იქნება. კარგი ნაჭერი კი დავითრიეთ; ოცდაათიათასი დოლარია. თხუთმეტ-თხუთმეტი მოდის თითოზე.
- მეტს მოველოდი, - თქვა დოდსონმა და ჩექმის წვერი ასიგნაციების დასტებს წაჰკრა.
მერე დაფიქრდა, დაღლილი ცხენის გაოფლილ ფერდებს გადახედა და ნელა წარმოთქვა:
- ბოლივარი საკმაოდ გაქაფულა. ნეტა შენ წაბლას ე გარ მოსვლოდა, ბობ!
- აბა, - კვერი დაუკრა ბობმა გულუბრყვილოდ, - მაგრამ რა გაეწყობა? ბოლივარს მაგარი ზურგი აქვს. თავისუფლად გაგვიყვანს სამშვიდობოს. ერთი ვერ გამიგია, ზვიგენო, როგორაა, რომ შენისთანა აღმოსავლელი ჩამოდის აქ და დასავლეთის ყველა მკვიდრებს გვჯობნის? მაინც აღმოსავლეთის რომელი მხარიდან ხარ?
- ნიუ იორკის შტატიდან, - თქვა ოდსონმა, ლოდზე ჩამოჯდა და ჩაპორალის ყლორტი მოკვნიტა.
- ფერმაში დავიბადე, ალსტერის ოლქში. ჩვიდმეტი წლისა სახლიდან გავიპარე. დასავლეთში შემთხვევით მოვხვდი. ნიუ იორკის გზას დავადექი პატარა ბოღჩით ხელში. იქ ფულის შოვნის იმედი მქონდა. რატომღაც ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვახერხებდი. ერთ საღამოს გზაჯვარედინს მივადექი. არ ვიცოდი, საით წავსულიყავი. ვიფიქრე, ვიფიქრე და ბოლოს მარცხნივ გავუხვიე. ღამით მოხეტიალე მსახიობების დასს წავაწყდი და იმათ გამოვყევი დასავლეთისკენ. ხშირად მიფიქრია, როგორ წავიდოდა ჩემი ცხოვრება, მეორე გზას რომ გავყოლოდი?
- მე მგონი ასევე დაამთავრებდი, - ფილოსოფიურად შენიშნა ბობ ტიდბოლმა, - საქმე ის კი არაა, რომელ გზას ვირჩევთ, ადამიანში არის რაღაცა, რაც განსაზღვრავს მის ბედს.
დოდსონი წამოდგა და ხეს მიეყრდნო.
- რას რ მივცემდი, რომ შენს ცხენს ფეხი არ მოსტეხოდა, ბობ, - წარმოთქვა მან თითქმის პათეტიურად.
- მეც ძალიან მწყინს, - გაეხმაურა ბობი, - კარგი ცხენი იყო. მაგარმ არა უჭირს რა.
ბოლივარიც გაგვიძლებს. უკვე დროა დავიძრათ, ზვიგენო, ახლავე შევკრავ ისევ ჩვენს ნადავლს და ავუშვათ აფრები!
ბობ ტიდბოლმა ნაძარცვი ტომარაში ჩაალაგა, ბაწრით მოუკრა პირი, ზევით აიხედა და მისკენ უთრთოლველი ხელით მიმართული ორმოცდახუთყალიბიანი რევოლვერის ლულა დაინახა.
- ნუ მეხუმრები, - გაიკრიჭა ბობი,- დროა მოვუსვათ.
- ჭკვიანად იჯექი მანდ, - უთხრა ზვიგენმა.
- შენ აღარსად მოუსვამ, ბობ! მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ჩვენ ორში ერთი უნდა გადარჩეს.
ბოლივარი დაღლილია და ორს ვერ გაგვიძლებს.
- სამი წელი ამხანაგები ვიყავით,- თქვა ბობმა წყნარად, საფრთხეშიაც რამდენჯერ ერთად ვყოფილვართ. ყოველთვის პატიოსნად გექცეოდი. კაცი მეგონე. დადიოდა ხმები, თითქოს ერთი-ორი კაცი მოგიკლავს საეჭვო პირობებში, მაგრამ არ მჯეროდა. თუ მეხუმრები, დაუშვი იარაღი, ზვიგენო, შევასხდეთ ბოლივარს და გავუდგეთ გზას.
სროლას თუ აპირებ, აჰა მესროლე, მესროლე, შე გულშავო მორიელო!
დოდსონის სახეზე ღრმა მწუხარება გამოიხატა.
- ვერ წარმოიდგენ, - ამოიოხრა მან, - როგორ მწყინს, რომ შენმა ცხენმა ფეხი მოიტეხა.
დოდსონის სახის გამომეტყველება უცებ შეიცვალა - ახლა მისი სახე ცივ სისასტიკესა და ულმობელ სიხარბეს გამოხატავდა.
ერთი წამით გამოჩნდა ამ კაცის სული, როგორც ბოროტმოქმედის სახე პატივცემული ბურჟუას სახლის ფანჯარაში.
და მართლაც, ბობ ტიდბოლს აღარ ეწერა აფრების გაშლა. მუხთალი მეგობრის იარაღმა დაიქუხა და კლდეებმა აღშფოტებული გრიალით უპასუხეს.
ორმაგი ტვირთისაგან განთავისუფლებულმა ბოლივარმა, მკვლელობის უნებლიე მონაწილემ, სწრაფად გააქროლა ,,საღამოს ექსპრესის” უკანასკნელი მძარცველი დანაშაულის ჩადენის ადგილიდან.
მაგრამ, სანამ დოდსონი ცხენს მიაჭენებდა, ტყე თანდათან გაუჩინარდა, რევოლვერი მის მარჯვენა ხელში სავარძლის მოღუნულ სახელურად იქცა, უნაგირს რბილი ქსოვილი გადაეკრა. დოდსონმა თვალები გაახილა და დაინახა, რომ ფეხები უზანგებში კი არ ედგა, მუხის საწერი მაგიდისათვის მიებჯინა.
ერთი სიტყვით, დოდსონმა ფირმა ,,დოდსონი და დეკერი-უოლსტრიტის მაკლერების” მფლობელმა გაიღვიძა. კლერკი პიბოდი გაუბედავად იდგა მის წინ. ქუჩიდან მანქანების ხმაური შემიდიოდა და ვენტილატორის ძილისმომგვრელი ზუზუნი ისმოდა.
- ა, პიბოდი, - თქვა დოდსონმა და თვალები მოიფშვნიტა. - ჩამძინებია. უცნაური სიზმარი ვნახე.
რა იყო პიბოდი?
- მისტერ ვილიამსი გელოდებათ, სერ. ფირმიდან ,,თრეისი და უილიამსი” იქს, იგრეჯ, ზეტის საქმეზე. ბირჟამ გააკოტრა, თუ გახსოვთ, სერ?
- ჰო, მახსოვს. როგორ ფასობს ახლა იქს, იგრეკ, ზეტი?
- ერთი და ორმოცდახუთი, სერ.
- მაპატიეთ, - თქვა პიბოდიმ აღელვებით, - მაგრამ ვილიამსს ველაპარაკე. ტქვენი ძველი მეგობარია, მისტერ დოდსონ და იქს, იგრეკ, ზეტიც ხომ ფაქტიურად თქვენზეა დამოკიდებული. მე მეგონა თქვენ... ვიფიქრე, იქნებ არ გახსოვდათ, რომ ოთხმოცდათვრამეტად მოგყიდათ.
ბირჟის ფასად თუ შეიძინა , უკანასკნელი ცენტი დაეხარჯება და იძულებული იქნება სახლი გაყიდოს.
დოდსონის სახის გამომეტყველება უცებ შეიცვალა.
ახლა მისი სახე ცივ სისასტიკესა და ულმობელ სიხარბეს გამოხატავდა. ერთი წამით გამოჩნდა ამ კაცის სული, როგორც ბოროტმოქმედის სახე პატივცემული ბურჟუას ფანჯარაში.
- ერთი და ორმოცდახუთი გადაიხადოს, - თქვა მან, - ბოლივარი ვერ გვზიდავს ორს.