ინგლისში მიქელანჯელოს ბრინჯაოს სკულპტურები აღმოაჩინეს
ბრიტანელმა მეცნიერებმა, სავარაუდოდ, მიქელანჯელოს მიერ შექმნილი ბრინჯაოს ქანდაკებები აღმოაჩინეს. საუბარია პანტერებზე ამხედრებული ორი მამაკაცის ერთ მეტრიან ფიგურებზე.
სკულპტურები კემბრიჯის უნივერსიტეტის ფიცუილიამის მუზეუმის სპეციალისტებთან ერთად ევროპისა და აშშ-ის წამყვანმა მეცნიერებმა, ისტორიკოსებმა და ანატომებმაც შეისწავლეს. მეცნიერების მტკიცებით, ქანდაკებები ძალიან ჰგავს მიქელანჯელოს ერთ-ერთი შეგირდის მიერ მეთექვსმეტე საუკუნეში დახატულ ნამუშევარს.
როგორც ცნობლია, მან რენესანსის პერიოდის იტალიელი ოსტატისა და პედაგოგის ერთ-ერთი ნამუშევრის ესკიზი გადახტა. აღნიშნული ტილო საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მდებარე ფაბრას მუზეუმში ინახება.
ადოლფ როტშილდის კერძო კოლექციაში დაცული ორი მამაკაცის ბრინჯაოს ქანდაკებებმა მეცნიერთა ყურადღება პირველად ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში მიიქცია. თუ კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერების ვარაუდი გამართლდა, ეს იქნება მიქელანჯელოს მიერ შესრულებული ბრინჯაოს ერთადერთი ნამუშევარი, რომელიც ამ დრომდე შემორჩა.
წყარო - BBC