უცნობი ფაქტი ჯეიმს ჯოისისა და ერნესტ ჰემინგუეის შესახებ
ჯეიმს ჯოისი ერნესტ ჰემინგუეის მცველად "იყენებდა" - „ულისეს“ ავტორი ჰემინგუეის პარიზში, XX საუკუნის 20-იან წლებში შეხვდა. ორივე მწერალი, ცნობილი მსმელები საკმაოდ ხშირად კაფეებსა და ბარებს ერთად სტუმრობდნენ.
ერთი მხრივ არაათლეტური და მხედველობის პრობლემის მქონე ჯოისი, მეორე მხრივ კი მისი კომპანიონი - მაღალი, ათლეტური და ძალადობისკენ მიდრეკილი ჰემინგუეი.
თუკი ჩხუბს ჯოისი ატეხდა, ის ჰემინგუეის ზურგს ეფარებოდა - „გაუმკლავდი მას ჰემინგუეი, გაუმკლავდი!“
წყარო - bbc