პიკასოს მიერ მეგობრებისთვის გაგზავნილი ილუსტრირებული საფოსტო ბარათები
საკმაოდ ხშირად, მეგობრებისთვის გაგზავნილ საფოსტო ბარათებზე პაბლო პიკასო პატარა ჩანახატებსაც აკეთებდა.
ჟან კოკტოსთვის გაგზავნილ ბარათზე, Rue d’Anjou-ს #10-ზე გამომავალი იმ სახლის აივანია გამოსახული, სადაც კოკტოს დედა ცხოვრობდა.
გიიომ აპოლინერისათვის გაგზავნილ ბარათზე პიკასო ფრანგი მწერლისა და მეგობრის ჩანახატს ტოვებს, წარწერაზე კი ვკითხულობთ - "ვეღარ გნახულობ, ცოცხალი ხარ?"
1919 წლით დათარიღებულ ყველაზე ვრცელ ბარათს პიკასო გერტრუდ სტაინს უგზავნის, რომელითაც შვებულების დეტალებსაც აღწერს:
"არა, გერტრუდ, აქ ბუზებს ვერ ნახავ, ერთ კოღოზე მეტი არც მინახავს და ისიც მოვკალი. მომწერე, თუკი მოგესურვება. საუკეთესო სურვილებით შენ და მის ტოკლასს, შენი პიკასო".
წყარო - openculture