უმბერტო ეკოს ახალი რომანი ინგლისურად წლის ბოლოს გამოიცემა

იტალიელი კულტუროლოგის, სემიოტიკოსის, ფილოსოფოსისა და მწერლის, "ვარდის სახელისა" და "ფუკოს ქანქარას" ავტორის ახალი რომანი ინგლისურ ენაზე წლის ბოლოს გამოიცემა.

უმბერტო ეკოს "Numero Zero" 5 ნოემბერს გამოვა. რომანი ორ ისტორიას აერთიანებს: ერთი მათგანი 1945 წელს, კომოს ტბაზე მუსოლინის, მისი საყვარლისა და მათი თანამგზავრების დახვრეტის ფაქტს ეხება, მეორე კი 1992 წელს, მილანში მცხოვრები საშუალო რანგის, ქედმაღალი მწერლის ისტორიებს აღწერს.  

გამომცემლის, ჰარვილ სეკერის თქმით, ეკოს ახალი რომანი სავსეა მედიის გამასხარავების, მაფიოზური, სასიყვარულო, ჭორიკნული და მკვლელობების ამბებით. ასევე, რომანი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიაში მომხდარ ძალთა იმ დაპირისპირებასაც ასახავს, რამაც ქვეყანა დღევანდელი ფორმით ჩამოაყალიბა. 

წყარო - theguardian