ლოურენს სკოტ შიითსი - იმპერიის 8 ნამსხვრევი
თავი I (1989-1991) მშვიდობით, ლენინგრადო, მშვიდობით, იმპერიავ! საბჭოთა კავშირის დანგრევის იდეა ბევრისთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო. “იმპერია” ძალიან მიმზიდველი იდეაა – საიმედო, მონოლითური, პროგნოზირებადი და დამამშვიდებელი. ჩვენ, ამერიკელები (ასევე ისინიც, “საბჭოელებიც”), ამ იდეას შვიდი ათწლეულის განმავლობაში ველოლიავებოდით. ჯერ კიდევ სკოლაში, რამდენჯერ გავქცეულვართ ბირთვული სიმბოლოებით მოხატული თავშესაფრებისკენ და რამდენჯერ წარმოგვიდგენია, რომ ზუსტად ამ დროს ჩვენი “მტრებიც” ასე იქცეოდნენ. თუ ასე იოლად დაეცა ჩვენი უპირველესი მტერი, რომლის შიშშიც არაერთი თაობა გაიზარდა, მაშინ რა უნდა გვეფიქრა ჩვენი ხელით ნაგოგმანები “უკვდავების” შესახებ? ვაითუ ჩვენი, ამერიკული “იმპერიაც” ერთ დღეს ასე მოულოდნელად დაცემულიყო? საზოგადოების დანარჩენი ნაწილისთვის თავისუფლება, რომელიც იმპერიის დასუსტებამ მოიტანა, სხვა არაფერია, თუ არა საშინელი ანარქიის ნიშანი. ლენინგრადის ბლოკადის დროს ცოცხლად დარჩენა ზოგისთვის მართლაც სასწაული იყო, მაგრამ გადარჩენილებს მაშინდელი ამბების მოყოლა არ უყვართ. დღესაც ...