იუკიო მისიმა - სიკვდილი შუა ზაფხულში
"ზაფხულის საზეიმო მეფობისას სიკვდილი უფრო ძლიერად გვზაფრავს...", - შარლ ბოდლერი - "ხელოვნური სამოთხე"
ხანდახან ტრაგიკული მოვლენა ერთგვარ ფსიქოლოგიურ მორევს ქმნის, რომელიც თითოეულ ადამიანს ბრბოში, აიძულებს ერთადერთი, ყველაზე პრიმიტიული მიმართულებით იაზროვნოს. ამ აშკარა ტრაექტორიის ფარგლებს გარეთ გამოღწევა იოლი არ არის, კიდევ უფრო რთულია მისთვის საკუთარი ვერსიის შეპირისპირება.
ეჩვენებოდა, რომ დღის დადგომასთან ერთად მომხდარის მთელი სისასტიკე უეჭველი ხდებოდა, ტრაგედია რეალურობას შეიძენდა.
ჭეშმარიტად საოცარია პროცესი, რომელშიც იმ ადამიანის სულში ხდება, რაღაც მოულოდნელი რომ შეემთხვა.
ტრაგიკული მოვლენები ყოველთვის მოითხოვს ხარჯებს.
უბედურება, რომლის შესახებ ფიქრებს ყოველთვის შორს ვაძევებთ ხოლმე ,მისი უგულეველყოფის გამო ჩვენზე შურს იძიებს ხოლმე. როგორ დავდევთ ბედნიერებას კარგი დროებისას, როგორ ველოლიავებით, მაგრამ რა ხეირი აქვს მას ჩვენი ცხოვრების ავდრიან დღეებში? იშვიათად ვაწყდებით უბედურებას და მასთან შეხვედრისას გვიჭირს მისი თავისებურებების უცებ ამოცნობა.
ალბათ ადამიანს, რომელიც ზურგზე უშველებელი მეჭეჭით იბადება, ხანდახან ხმამაღლა დაყვირების საშინელი სურვილი კლავს: - ეი, ბატონებო! თქვენ ახლა მხედავთ და არ იცით,რომ ტანსაცმლის შიგნით, ზურგზე, უზარმაზარი ღვინისფერი მეჭეჭი მაზის!
შეიძლება, არაბუნებრივი რეაქცია არის სწორედაც ყველაზე ბუნებრივი?
მასარუს ძალიან არ უნდოდა, ადმინისტრატორის თანდასწრებით დაემშვიდებინა ატირებული ცოლი. ეს კიდევ უფრო უარესია, ვიდრე უცხოს თანდასწრებით იწვე მასთან საწოლში.
ნებისმიერი სიკვდილი- ეს გარკვეული კუთხით საქმიანი ოპერაციაა.
მართლაც, აბსურდია - ერთი ადამიანი დაიღუპა თუ ათი, ცრემლებს ყველა ერთნაირად ღვრის. ნუთუ შეიძლება ცრემლები გრძნობის საზომი იყოს? ან რომელი გრძნობის?
გარდაცვლილ ახლობლებს ერთბაშად ვერ ვემშვიდობებით, თან გვდევს შეგრძნება, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ გაგვიკეთებია.
უაზრობაა თავის ტანჯვა დაგვიანებული მონანიებით, რომ შეიძლებოდა ესა თუ ის ადამიანი ცოცხალი გადარჩენილიყო, მაგრამ ამგვარი აზრები ჩვენი ვალია მიცვალებულების წინაშე. ჩვენ მივისწრაფით რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ წასულები ადამიანური გაგების სფეროში,ჩვენი ადამიანური თეატრის სცენაზე.
შეიძლება ტომოკოს მოეჩვენოს, რომ არავითარი ზაფხული არც არსებობს. გამოდის, ტრაგედიაც არ იყო?..
ამბობენ, რომ ცოლ-ქმარს, რომლებსაც ერთად სამ წელზე მეტი გაუტარებიათ, ყველა სერიოზული სალაპარაკო თემა ამოწურული აქვთ.
მეხსიერება ხანდახან ჩვენს ცნობიერებას უცნაურად ეხუმრება, დროის აღრევით და მათი ერთმანეთზე დაშრევებით.
ერთი სიკვდილი - ეს სერიოზულია, ასი სიკვიდილი - ასევე. შეუსაბამობაა, როცა არც ერთი ხდება და არც მეორე.
მას სულ ეშინოდა, დარდით ერთ-ერთი დაღუპული ბავშვი არ გამოერჩია.
დარდი - ყველაზე ეგოისტურია ყველა გრძნობას შორის.
რას შეიძლება შეედაროს ის ნეტარება, რომელსაც განიცდი სარკეში საკუთარი ანარეკლის შესწავლისას? სრულიად დაავიწყდა ეს საზეიმო განცდა: მწუხარება ეგოისტური სიჯიუტით აძევებს ნებისმიერ სიამოვნებას.
ზამთარში, ცეცხლთან ახლოს, ყველაფერი გარდასული, გსურთ თუ არა ეს, რეალურობას კარგავს.
მაინც რა ძალის უნდა იყოს დარტყმა, რომ ადამიანი შეიშალოს, რომ მოკვდეს, ბოლოს და ბოლოს?! თუ შეშლილობა საერთოდ რჩეულთა ხვედრია და ჩვეულებრივი ადამიანებისთვის მიუწვდომელია? რა გვეხმარება საღი გონების შენარჩუნებაში? ჩვენში დაბუდებული სასიცოცხლო ძალა? ეგოიზმი? საკუთარი თავის მოტყუების ჩვეულება? ჩვენი აღქმადობის შეზღუდულობა? იქნებ სიგიჟისგან მხოლოდ მისი ბუნების შეცნობის უუნარობა გვიხსნის? თუ ადამიანს საერთოდაც აქვს უნარი გადაიტანოს მხოლოდ დარდის მდგომარეობა - და არა უმეტესი. რა საშინელი ღვთიური სასჯელიც უნდა ეწვიოს, მასში საწყისშივე ჩადებულია ყველაფრის ატანის უნარი? მაშინ ჩვენს თავს დატეხილი ბედის დარტყმები - მხოლოდ და მხოლოდ გამოცდაა? ადამიანი, რომელმაც არ ძალუძს გონებით გაიზიაროს თავისი მწუხარება, ხშირად ცვლის ამ გაგებას წარმოსახვით.