იოსებ სტალინი - რევოლუციის პერსპექტივების შესახებ
ტროცკი თავის სიტყვაში პარტიის XV კონფერენციაზე ამბობდა: „ლენინს მიაჩნდა, რომ 20 წელიწადში ჩვენ ვერასგზით ვერ ავაშენებთ სოციალიზმს, ჩვენი გლეხური ქვეყნის ჩამორცენილობის პირობებში 30 წელიწადშიც ვერ ავაშენებთ. დავუშვათ 30-50 წელიწადი, როგორც მინიმუმიო“. მე აქ უნდა განვაცხადო, ამხანაგებო, რომ ტროცკის მიერ გამოგონილ ამ პერსპექტივას საერთო არა აქვს რა ამხ. ლენინის პერსპექტივასთან სსრ კავშირში რევოლუციის შესახებ. რამდენიმე წუთის შემდეგ ტროცკი თვითონ იწყებს თავის სიტყვაში ამ პერსპექტივასთან ბრძოლას. მაგრამ ეს უკვე მისი საქმეა. მაგრამ უნდა უნდა განვაცხადო, რომ ვერც ლენინი და ვერც პარტია პასუხს ვერ აგებენ ტროცკის მიერ გამოგონილი ამ პერსპექტივისა და იქიდან გამომდინარე დასკვნებისათვის. ის ფაქტი, რომ ტროცკი, რომელმაც ეს პერსპექტივა შეთხზა, თავის სიტყვაში შემდეგ თვითონ იწყებს ბრძოლას თავისსავე ნათხზავთან, - ეს ფაქტი მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ტროცკი საბოლოოდ დაიბნა და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენა თავი. ლენინს სრულებითაც არ უთქვამს, რომ „ჩვენ ვერასგზით ვერ ავაშენებთ სოციალიზმს“ 30 თუ 50 წელი...