ალან უოტსი - ბუდა და ბუდიზმი
ცნობილი ფილოსოფოსი და მწერალი ალან უოტსი (1915-1973) აღმოსავლური სიბრძნის მოწინავე ინტერპრეტატორი იყო. დასავლეთში აღმოსავლური ფილოსოფიის პოპულარიზაციას დიდად შეუწყო ხელი მისმა წიგნებმა და საჯარო ლექციებმა, რომლებშიც ავტორი ურთულეს საკითხებზე მსჯელობას მუდამ მკითხველისა თუ მსმენელისათვის გასაგები ენით ახერხებს. წიგნში „აღმოსავლური სიბრძნე და თანამედროვეობა“ შესული საუბრები უოტსის მიერ გასული საუკუნის 60-იან წლებში წაკითხული ლექციების ნაწილია. ისინი თემატურადაა შერჩეული და შინაარსობრივ მთლიანობას ქმნის. აღმოსავლური სიბრძნისა და თანამედროვეობისადმი მიძღვნილ ლექციათა ამ ციკლში ბუდიზმისა და ძენ-ბუდიზმის შესახებ ვისაუბრებთ. ძენი ბუდიზმის სახესხვაობაა, რომელიც იაპონიასა და ჩინეთშია გავრცელებული. ალბათ, იკითხავთ, რატომ ვარ მაინცდამაინც ბუდიზმის კვლევით დაინტერესებული და ვმიჯნავ მას აზიური ფილოსოფიისა და რელიგიის სხვა ფორმებისაგან. მიზეზი ის გახლავთ, რომ ბუდიზმი გათავისუფლების ერთგვარ მეთოდს წარმოადგენს, რომელიც, როგორც ცხოვრების წესი, აზიაში კი წარმოიშვა, მაგრამ სხვა იქაური ფილოსოფიური ...