ემილ ზოლა - ერთხელ ედუარდ მანეს ქუჩის ბიჭები შემოერტყნენ გარს...
„ერთხელ ედუარდ მანეს ქუჩის ბიჭები შემოერტყნენ გარს...
არ ვიცი, კარგია თუ არა, მაგრამ საკუთარი ცხოვრების ბრალდების ოქმს მოვაწერე ხელი, როცა ბიჭებს მანე ხელიდან გამოვგლიჯე და უსაფრთხო ადგილას გადავიყვანე, იქ, სადაც პოლიცია იდგა.
ამ ამბავში დამნაშავეები არიან კრიტიკოსები, რომლებიც ხალხს უყიჟინებდნენ: ეს კაცი უნდა ჩაქოლოთ, მან სილამაზის ტაძარი შეურაცხყოო.
ედუარდ მანე - ”ოლიმპია”, 1863წ. |
ედუარდ მანე - ”საუზმე ბალახზე”, 1863წ. |
მე ბიჭებს ვუპასუხე, რომ ”ოლიმპიასა” და ”საუზმე ბალახზე” ბედი უკვე უმზადებდა ადგილს ლუვრში.
არ დამიჯერეს.
იძულებული გავხდი, გავცლოდი, რადგან მუქარით დამიწყეს ყურება” - ემილ ზოლას ჩანაწერებიდან.