სიკვდილმისჯილი თომას მორი და მისი უკანასკნელი სურვილი...
როდესაც სიკვდილით სჯიდნენ ინგლისელ ჰუმანისტსა და სახელგანთქმული წიგნის - „უტოპიის“ ავტორ თომას მორს, მან ჯალათს სთხოვა, მოვალეობის აღსრულების დროს ხელი არ ეხლო მისი წვრეისათვის, რომელსაც „ოდნავადაც არ ედო ბრალი სახელმწიფო დანაშაულში“.
სწორედ ამ ბრალდებით დასაჯეს თომას მორი.
[...]
ეშაფოტისკენ რომ მიემართებოდა, ერთ-ერთ ახლობელს სთხოვა, კიბეზე ასვლაში მიხმარებოდა:
- მხოლოდ ასვლის დროს დამეხმარეთ, უკან ჩამოსვლა აღარ დამჭირდება.
დიმიტრი შველიძე - თავშესაქცევი ისტორიული ამბები