ბიზნესის გენია - რუპერტ მერდოკი News Corp

რუპერტ მერდოკის მამამ, სამხედრო კორესპონდენტმა სერ კეიტ მერდოკმა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კარგი კარიერა აიწყო. ის ავსტრალიის მსხვილი საგამომცემლო კომპანიის Weekly Times Group-ის, ასევე სამი ადგილობრივი გაზეთის, მფლობელი გახდა. სერ კეიტი ყველანაირად ცდილობდა, ვაჟი თავისი საყვარელი და საამაყო საქმიანობით დაეინტერესებინა და მოახერხა კიდეც უმცროსი მერდოკი ჟურნალისტიკმა ძალიან გაიტაცა. 

„ყოველთვის ვადევნებდი თვალყურს, როგორ გამოსცემდა მამა გაზეთს და მას შემდეგ სხვა საქმის კეთება ვეღარც კი წარმომედგინა“, - ამბობდა რუპერტ მერდოკი.

***

ბიზნესის ნიჭი უმცროს მერდოკს ბავშვობაშივე გამოუმჟღავნებია - კურდღლებს იჭერდა, ატყავებდა და შემდეგ ტყავს ყიდდა. ისიც კი მოისაზრა, რომ პენსიონრებისთვის ცხენის ნაკელი მიეყიდა.

რისკიც ბავშვობიდანვე შეიყვარა: დოღს არ აცდენდა და ფსონის დასადებად სკოლიდან მელბურნში ველოსიპედით მიდიოდა.

***

10 წლის რუპერტ მერდოკი გილონგის სკოლა-პანსიონში შეიყვანეს. ბიჭს სკოლა ეზიზღებოდა.

მოგვიანებით მერდოკი იხსენებდა:

„მარტოსულად ვგრძნობდი თავს, დამცინოდნენ კიდეც, მაბრაზებდნენ... ასეთმა დამოკიდებულებამ მიმახვედრა, რომ თუკი გამომცემელი უდნა გავხე და მასმედიის სამყაროში თვალსაჩინო ადგილი დავიმკვიდრო, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავეყრდნო. არც განსაკუთრებულად უნდა დავუახლოვდე ვინმეს, რათა მავანმა ჩემი კომპრომეტირება ვერ შეძლოს“.

***

მისი თანასკოლელი დერილ უორდლი ამბობდა: „მეტისმეტად თავდაჯერებული იყო და ბავშვობიდან მხოლოდ გაზეთების გამოცემაზე ფიქრობდა“.

***

1950 წელს, რუპერტ მერდოკი სასწავლებლად ოქსფორდში, უორკესტერის კოლეჯში პოლიტიკის, ეკონომიკისა და ფილოსოფიის შესასწავლად გაემგზავრა. აი, იქ კი სრულიად გარდაიქმნა. მართალია, მერე თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკის მგზნებარე დამცველი გახდა, მაგრამ მანამდე, სტუდენტობისას, სოციალიზმით იყო გატაცებული და მის ოთახში საპატიო ადგილი ლენინის ბიუსტს ეკავა. სხვათა შორის, მოგვიანებით უთქვამს:

„იმხანად ჩემს ცხოვრებაში მამის შემდეგ უმნიშვნელოვანესი ადამიანი ლენინი იყოო“.

კარტსაც კი თამაშობდა ფულზე, იატაკქვეშეთში გაზეთი რომ გამოეშვა. მასზე ამბობენ, სტუდენტობის პერიოდში ჭირვეული, მდიდარი და კომუნისტი იყოო.

***

კოლეჯის გაზეთი მერდოკს ასე ახასიათებდა:

„უკვე მსოფლიოშემოვლილი, 21 წლის ახალგაზრდა ადამიანი ცნობილია, როგორც უმნიშვნელოდ ფამილარული ჩვევების მქონე და ბრწყინვალე მოკამათე“.

***

მერდოკმა დაისახა მიზანი - ტირაჟი ნებისმიერ ფასად! მკითხველთა მოსაზიდად კი Adelaode News-ის სტატიებს სენსაციურად ასათაურებდნენ.

***

რუპერტ მერდოკი იხსენებდა: „საუკუნის 50-იან წლებში თუკი ვინმეს ტელევიზიაში მოხვედრის სურვილი გაუჩნდებოდა, უპირველესად ჯერ ამერიკა უნდა ენახა“.

***

1979 წელს რუპერტ მერდოკის ყველა კომპანია ერთ მსხვილ კორპორაციად, News corporation (News corp.) გაერთიანდა.

***

მერდოკის მასობრივი საინფორმაციო საშუალებები აქტიურად მონაწილეობდნენ და დიდ როლსაც თამაშობდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მოგვიანებით მერდოკი გამოტყდა: „ფულს არ ვაკეთებ. გაცილებით მეტ სიამოვნებას გაზეთების გამოცემაზე ჩემი ზეგავლენა მანიჭებს“.

XX საუკუნის 70-იან წლებში, სწორედ მისი ზეგავლენით, კონსერვატორთა პარტია ავსტრალიის არჩევნებში დამარცხდა. მერდოკი ლეიბორისტთა ლიდერ გო უიტლამს უჭერდა მხარს. მისი გამარჯვების შემდეგ მერდოკმა თქვა:

„უიტლამი სამთავრობო სკამზე მე დავსვიო“.

მოგვიანებით კი გამოტყდა:

„უფრო უნდა გავფრთხილებულიყავი, მაგრამ რა მექნა, გულის კარნახით ვმოქმედებდიო“.

დიდ ბრიტანეთში მერდოკის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები კონსერვატორ პრემიერ-მინისტრებს, მარგარეტ ტეტჩერსა და ჯონ მეიჯორს, სემდეგ კი ლეიბორისტე - ტონი ბლერს უჭერდა მხარს; აშშ-ში კი პრეზიდენტ რონალდ რეიგანიდან მოყოლებული, რესპუბლიკელების აქტიური მხარდამჭერი იყო.

კრიტიკოსების მოსაზრებით, მერდოკის საკუთრებაში მყოფი გამოცემებისა და ტელეარხების პოლიტიკური მიმართულებები მაგნატის პირად შეხედულებებს კი არ ეფუძნებოდა, სხვადასხვა სცენაზე მისი სათამაშო ინტერესებით იყო მოტივირებული.

სწორედ ამის დასტურია აშშ-ის 2006 წლის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ დემოკრატიული პარტიის დასახმარებლად News Corp-ის დოტაციის გადინება საგრძნობლად რომ გაიზარდა.

მერდოკი რეგულარულად სადილობს პრეზიდენტებთან და მონარქებთან ერთად. ხელისუფლებასა და კორპორაციებს საკანონმდებლო ხელისუფლებასა და არჩევნების შედეგებზე მერდოკის გავლენა აშინებთ კიდეც.

ძალაუფლება მართლაც საშიშია, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ News corporation-ში 30 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს და კვირის განმავლბოაში გაზეთების 60 ათასზე მეტ ეგზემპლარს უშვებს. მერდოკის გაზეთები ავსტრალიური პრესისი 70%-სა და ბრიტანული პრესის 33%-ს სეადგენს; Fox TV-ს უყურებენ 90 მილიონზე მეტ ოჯახში, ბრიტანეთში Sky Television – 3 მილიონზე მეტ ოჯახში მაუწყებლობს; კომპანია News corporation-ის განყოფილებები ინგლისურენოვანი ბიბლიის უმსხვილეს გამომცემლებად მიიჩნევა.

ბიზნესმენმა ტედ ტერნერმა მერდოკი „ყველაზე სახიფათო ადამიანად“ მონათლა.

***

სკანდალის შედეგად, 2013 წლის ივნისში, რუპერტ მერდოკის კომპანია ორ დამოუკდიებელ კომპანიად გაიყო:

ერთი გახლავთ News Corp-ი (გამომცემლობა და საგაზეთო ბიზნესი) და 

მეორე 21st Century Fox.

გამომცემლობა „პალიტრა L”, 2015წ.