ღასან ქანაფანი - კაცები მზეში

ყოველთვის, როცა კი მიწაზე ჩამოწოლილი მიწის სურნელს შეისუნთქავდა, ეჩვენებოდა, აბაზანიდან ახლადგამოსული ცოლის თმას ყნოსავდა, ცივი წყლით რომ დაებანა!.. ეს სურნელი ცივი წყლით თავდაბანილი, სახეზე ნოტიო თმაჩამოშლილი ქალის სუნი იყო, გულისცემა კი ისეთი, თითქოს ხელისგულებში პატარა ბეღურა მოგიქცევიაო!..

***

როდესაც ორი დიდი მდინარე - ევფრატი და ტიგროსი ხვდება ერთმანეთს, ისინი ქმნიან ერთ მდიანრეს, სახელად შატ ელ-არაბს, იგი გადაჭიმულია ქ.ბასრის მიმდებარე ადგილიდან...

***

ყველანი გზებზე ლაპარაკობენ... ამბობენ: გზაზე აღმოჩნდებიო! მათ გზისა მხოლოდ მისი შავი ფერი და ტროტუარები იციან!

***

- აუჰ!.. უდაბნო სავსეა ვირთხებით! საკითხავია, ნეტა რით იკვებებიან?

- თავისზე პატარა ვირთხებით.

***

უკადრისი საქციელი ჩაიდინა, მაგრამ რომელი ჩვენგანი არ სჩადის მას დროდადრო?

***

მე კმაყოფილი ვარ, რომ ქუვეითში მიდიხარ იმიტომ, რომ იქ ბევრ რამეს ისწავლი... პირველი, რასაც ისწავლი, კი ისაა, რომ ჯერ ფულია და შემდეგ - ზნეობა.

***

როგორც ანდაზა ამბობს: ის, რაც პირობით იწყება, კმაყოფილებით მთავრდება!

***

საქმეები ბევრად უკეთ მიდის, როცა კაცი ღირსებას არ იფიცებს!..

***

ქუვეითამდე ამ 150 კილომეტრიან გზას ჩემთვის, გულში ალაჰის მიერ თავისი ხალხისთვის აღთქმულ იმ გზას ვადარებ, რომელსაც ისინი მათი სამოთხისა და ჯოჯოხეთის ცეცხლს შორის განაწილებაზე გადიან. ვინც ამ გზიდან გადავარდება, ის ჯოჯოხეთის ცეცხლში წავა, ვინც გადალახავს მას, ის სამოთხეს მიაღწევს... ანგელოზები კი აქ მესაზღვრეები არიან!..

***

მოგზაურობა თავის ორ ყმაწვილობის მეგობართან ერთად დაიწყო ღაზის სექტორიდან, გადაკვეთეს ისრაელი, იორდანია, გადაიარეს ერაყი... მერე კონტრაბანდისტმა ისინი უდაბნოში მიატოვა, ქუვეითის საზღვარი რომ უნდა გადაეკვეთათ... ორივე მეგობარი უცნობ მიწაში დამარხა, მათი პირადობის მოწმობები თან წაიღო იმ იმედით, რომ ქუვეითში ჩააღწევდა და იქიდან მათ სანათესაოს გაუგზავნიდა ამ მოწმობებს... არავის რჩევა-დარიგების მოსმენა არ სურდა ამბობდა, რომ არც დაივიწყებდა არაფერს და არც მიუტევებდა... თვეზე ნაკლებ დროში დაბრუნდა უკან, ერაყში, მაგრამ დააპატიმრეს... აბა, რა გგონია?!.. ჩამოდიხართ აქ სკოლის ბავშვებივით და თვლით, რომ ცხოვრება მარტივია.

მთარგმნელი დარეჯან გარდავაძე