ხუან რულფოს მექსიკა 1940-1950 (10 ფოტო)

ხუან რულფო ლათინოამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. მექსიკელი მწერალი აქტიურად იყო გატაცებული ფოტოგრაფიით. მისი გარდაცვალების შემდეგ, ოჯახის წევრების მიერ დაარსებულ ფონდში რულფოს მიერ გადაღებული ფოტოების 6000-მდე ნეგატივი ინახება.

„პედრო პარამო“ მწერლის ერთადერთი რომანია, რომელიც მრავალფეროვნების გამო არაერთგვაროვნად აღიქვეს კრიტიკოსებმა. წიგნის სოციოლოგიური, სიმბოლისტური თუ პოლიტიკური ანალიზის მიუხედავად, ვერც ერთმა მკვლევარმა ბოლომდე ვერ ახსნა „პედრო პარამო“. ეს არის ფანტასტიკური ტექსტი, რომლის ფინალის წინასწარ გამოცნობა შეუძლებელია.

ხუან რულფომ მხოლოდ ერთი რომანი – „პედრო პარამო“ და მოთხრობების ერთი კრებული დაწერა. ცხოვრების ბოლო წლები მთებში გაატარა. ამბობდნენ, რომ ახალ რომანს წერდა, თუმცა აღარაფერი დაუწერია.

„პედრო პარამომ“ უდიდესი გავლენა იქონია გაბრიელ გარსია მარკესზა და მის რომანზე - „მარტოობის ას წელიწადზე“. როგორც გაბო ამბობდა:

„მე რომ დამეწერა ისეთი რომანი, როგორიც „პედრო პარამოა“, მეტს მეც აღარაფერს დავწერდი.“