ფრანც კაფკა - ამერიკა

გემი ნიუ-იორკის ნავსადგურში შევიდა, თავისუფლების ქალღმერთის ქანდაკება, შორიდანვე რომ შენიშნა, მის თვალწინ ერთბაშად გასხივოსნდა. ზეაღმართულ ხელში მახვილი ეპყრა და მის გარშემო თავისუფლების ნიავქარი ქროდა. 

- რამსიმაღლეა! - ჩაილაპარაკა და ადგილზე გაშეშდა.

***

გემზე ზნეობა ნავსადგურების მიხედვით იცვლება.

***

- ეჰ, არ ღირს! - თქვა კარლმა და მთელი თავისი ისტორია ხელის გაქნევით მოიგერია.

***

ამერიკაში თანაგრძნობის იმედი არ უნდა გქონდეს და სრული სიმართლეა, რაც კარლს ამ თვალსაზრისით ამერიკაზე წაუკითხავს: მხოლოდ იღბლიანების ხვედრია, დატკბნენ აქ ბედნიერებით, ასევე უდარდელ მოძმეთა გარემოცვაში.

***

ევროპელის პირველი დღეები ამერიკაში - ეს ხომ ხელახლა დაბადებას ჰგავს.

***

როცა სრულიად მარტო ხარ, ბედნიერებაა, თუ ბოლოს და ბოლოს, ვინმე მოგისმენს.

***

საშინელია ქარბუქი ნიუ-იორკის გრძელ, სწორ ქუჩებში! ნიუ-იორკულ ზამთარში, თუ ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით მიდიხარ, ის კი ატაცებულ თოვლს ჰაერში ატრიალებს, თვალის თუნდაც წამით გახელა შეუძლებელია, ქარი თოვლით გადაგილესავს სახეს. ცდილობ გაიქცე, მაგრამ ადგილიდან ვერ იძვრი, ეს ნამდვილი სასოწარკვეთილებაა. ბავშვისთვის, რა თქმა უნდა, ეს შედარებით ადვილია, ვიდრე მოზრდილი ადამიანისათვის - გარბის ქარში და ცოტა უხარია კიდეც.

***

თავხედი და ურჩი სწორედ იქ და მაშინ ამთავრებს თავის ცოდვებს, სადაც შესცოდა.

***

როცა სულ ძაღლივით გექცევიან, ბოლოს და ბოლოს, მართლაც დაიჯერებ, რომ ძაღლი ხარ.

***

უბედურება ხომ არასოდეს მოდის მარტო.

გერმანულიდან თარგმნა - რუსუდან ღვინეფაძემ

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში