სალმან რუშდი - ტერორიზმი და სექსი

უკიდურესი ძალადობისკენ, ყველაფერზე ბატონობის სურვილში რომ გამოიხატება და ზოგჯერ უხეშად ტერორიზმის სახელით მოვიხსენიებთ, ყოველთვის უფრო ის მამრები იყვნენ მიდრეკილნი, რომელთაც უმანკოება ჯერ არ დაეკარგათ ან სექსუალური პარტნიორის პოვნა ვერ მოახერხეს. 

სასოწარკვეთა, რომელიც მამაკაცური ეგოს შელახვას ახლავს თან, მრისხანებად და შეურაცხყოფად იქცევა, როცა ახალგაზრდა მარტოხელა კაცები სიყვარულს, უარეს შემთხვევაში თანაგრზნობას და ყველაზე უარეს შემთხვევაში სექსუალურ პარტნიორს პოულობენ, მათ უკვე აღარ აღელვებთ ასაფეთქებლად გამზადებული ქამრები, ბომბები და სამოთხეში მომლოდინე ქალწულები.

ისინი სიცოცხლეს ირჩევენ.

მაშინ, როცა მოკვდავ მამრებს ჯინების საყვარელი გართობა - სექსი აკლდებათ, ისინი ორგაზმის მიღწევის ალტერნატიულ გზებს ეძებენ.

სიკვდილი, რომელიც ყველა კუთხეში მარტივად ხელმისაწვდომია, ხშირად მიუწვდომელი სექსის ჩანაცვლების შესაძლებლობა გახლავთ.


ნაწყვეტი რომანიდან - „ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე“
ინგლისურიდან თარგმნა სალომე ბენიძემ

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში