ჰარუკი მურაკამი - ყური მიუგდე ქარის სიმღერას
ისეთი რამ, რასაც იდეალური ტექსტი ჰქვია, არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს იდეალური სასოწარკვეთა.
***
სანამ ჯერ კიდევ სწავლობ რაღაცას, დაბერება არც ისე მტანჯველია, თუმცა მხოლოდ მაშინ, თუ ამაზე აბსტრაქტულად იმსჯელებ.
***
ვფიქრობ, თავისი თანამედროვეების, მაგალითად, ჰემინგუეისა და ფიცჯერალდის გვერდით რომ დაეყენებინათ, ნაღდად არ წააგებდა ორთაბრძოლას. უბრალოდ, ჰარტფილდმა სიცოცხლის ბოლომდე ვერ შეძლო ზუსტად განესაზღვრა, ვინ იყო მისი მეტოქე. სწორედ ესაა ფარტფილდის უნაყოფობის მიზეზიც. რვა წელი და ორი თვე იბრძოდა უშედეგოდ, მერე კი მოკვდა.
1938 წლის ერთ მზიან კვირა დილით მარჯვენა ხელში ჰიტლერის პორტრეტითა და მარცხენაში ქოლგით ემფაიარ-სთეით-ბილდინგის სახურავიდან გადმოხტა. მის სიკვდილს, ისევე როგორც სიცოცხლეს, განსაკუთრებული მითქმა-მოთქმა არ გამოუწვევია.
***
შიშის ზარს მცემს იმის გაფიქრება, თუ რა დარჩება ჩემგან, როცა სიკვდილთან შეხვედრა მომიწევს. ნუთუ მხოლოდ ძვლები?
„როცა სულში ბნელა, მხოლოდ ბნელ სიზმრებს ხედავ. მაგრამ თუ უკუნი სიბნელეა, მაშინ - საერთოდ ვერაფერს“. ასე ამბობდა აწ გარდაცვლილი ჩემი ბებია.
პირველი, რაც გავაკეთე იმ ღამეს, როცა ბებია მოკვდა, ხელი გავიწვდინე და ფრთხილად დავუხუჭე თვალები. ამწამს სიზმარი, რომელსაც ის 79 წელი ხედავდა, ისე უჩუმრად შეწყდა, როგორც ქვაფენილზე ახმაურებული ზაფხულის ხანმოკლე წვიმა. არაფერი არ დარჩა.
***
რაიმეს შეცნობის ჩვენს მცდელობასა და ნამდვილ შეცნობას შორის ღრმა უფსკრულია. რაც უნდა გრძელი სახაზავი გვქონდეს, ამ სიღრმეს ვერ გავზომავთ.
***
სტავრიდას ბოლო ლუკმაც გადავყლაპე ლუდთან ერთად და თეფში გავწიე. იქვე დაუმთავრებელი „გრძნობათა აღზრდა“ იდო. ავიღე და შრიალით გადავშალე.
- იმიტომ რომ ფლობერი უკვე მოკვდა!
- რა, ცოცხლებს არ კითხულობ?
- ცოცხლების კითხვას აზრი არა აქვს.
- რატომ?
- იმიტომ რომ მკვდრებისთვის ყველაფრის პატიება შეიძლება.
- რა, ცოცხლებისთვის არ შეიძლება ყველაფრის პატიება?
- ცოცხლებისთვის? ამაზე რატომღაც სერიოზულად არ მიფიქრია... მაგრამ, ვთქვათ, კუთხეში მიგიმწყვდიეს, მაშინ როგორ აპატიებ? ალბათ არ აპატიებ...
***
სულ არ არის საჭირო, აიძულო ადამიანი მოკვდეს ან ქალთან დაწვეს - ისედაც ამით არის დაკავებული. ეგეთი ჯიშია.
***
***
***
***
ერთ ძველ ფილმში „დიდ დეპრესიაზე“ ასეთი ხუმრობა მოვისმინე:
„როცა ემფაიერ-სთეით-ბილდინგის ქვეშ გავივლი, ყოველთვის ქოლგას ვშვლი ხოლმე. ზემოდან პირდაპირ ადამიანების ცვენაა“.
***
მდიდარი მდიდარს სუნით გრძნობს. ღარიბი - ღარიბს.
***
სამოთხეში ხომ ეგრეა - კედლები იდეალურად თეთრი უნდა იყოს. პატარა ლაქაც საკმარისია, რომ ყველაფერი აირ-დაირიოს. ეს ხომ სამოთხეა.
***
იმ ადამიანებზე მოყოლა, ვინც აღარ არის, ყოველთვის ძნელია. უფრო ძნელია იმ ქალებზე მოყოლა, ახალგაზრდები რომ დაიხოცნენ. ისინი ხომ სამუდამოდ ახალგაზრდებად დარჩნენ... ჩვენ კი, ცოცხლად დარჩენილები, ვბერდებით. ყოველწლიურად, ყოველთვიურად, ყოველდღე. ხანდახან მეჩვენება, რომ ყოველი საათით ვბერდები. და რაც ყველაზე უფრო საშინელია, ეს ასეც არის.
***
ნებისმიერ საფლავში დევს რაღაც აზრი. ოდესმე ყველა მოვკვდებით - საფლავი კი შეხსენებასავით არის.
***
თუ კარგად დაფიქრდები, ყველა ერთნაირ პირობებში ვართ. ყველანი თანამგზავრები ვართ გაუმართავ თვითმრინავში. რა თქმა უნდა, არიან იღბლიანები და უიღბლოებიც. არიან მაგარი ბიწები და არიან უძლურებიც. არიან მდიდრები და არიან ღარიბებიც. მაგრამ სულ ერთია, არავის არ შესწევს იმის ძალა, რომ ცალკე, თვისთვის განაგრძოს ფრენა. ყველანი ერთნაირები ვართ. ისინი, ვისაც რაიმე აბადია, მონაპოვარს დაჰკანკალებენ, ისინი, ვისაც არაფერი აქვს, განიცდიან, რომ ვერ მოასწრეს შოვნა. ყველანი თანასწორები ვართ. და იმას, ვინც ეს უკვე შენიშნა, შეუძლია სცადოს ოდნავ მოძლიერება. თუნდაც თავი მოაჩვენოს, რომ მოძლიერდა, ხომ გესმის? სინამდვილეში კი ძლიერი ადამიანები არსად არ არიან, არიან ისეთები, რომლებიც ცდილობენ ასეთად მოგაჩვენონ თავი.
***
სიცრუე და დუმილი - ორი მძიმე ცოდვაა, რომლებიც განსაკუთრებით გაიფურჩქნა დღევანდელ საზოგადოებაში. ჩვენ მართლა ბევრს ვიტყუებით, ან დუმილს ვამჯობინებთ.
თუმცა მთლი წელი რომ ვილაპარაკოთ, თანაც მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა, მაშინ ვინ იცის, მაშინ ვინ იცის, იქნებ სიმართლემ სულაც დაკარგოს ფასი...
***
- ოდესმე ყოფილხარ შეყვარებული?
- აჰა.
- და სახეც გახსოვს?
შევეცადე ჩემი სამი გოგოს სახე გამეხსენებინა. საოცარია, გარკვევით ვერც ერთი ვერ გავიხსენე.
- არა, - ვთქვი.
- უცნაურია, არა? საინტერესოა, რატომ?
- ალბათ ასე უფრო იოლია ცხოვრება.
***
- ქარი მიმართულებასაც იცვლის.
- მართლა ასე ფიქრობ?
- ოდესმე ხომ უნდა შეიცვალოს!
***
ყველაზე უფრო საცოდავ მდგომარეობაში რაღაცის სწავლა მაინც შეიძლება. სწორედ ამიტომ კიდევ ღირს ცხოვრება - ცოტათი მაინც.
***
იმდენი რამ ჩაივლის ხოლმე ჩვენ გვერდით - ყველაფერს ვერ მოიხელთებ. ასე ვცხოვრობთ.
***
ნახატი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ის მწერლის მიერ შესრულებული პირველი და უკანასკნელი ილუსტრაციაა თავისივე წიგნებისთვის. შემდგომში ის სარგებლობდა პროფესიონალი მხატვრების მომსახურებით.
თარგმნა ირაკლი ბერიაშვილმა