თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტა გამოუშვა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებითაც გეგმავს საკოლექციო მონეტის გამოშვებას.
5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა და დიზაინის ავტორი ნინო გონგაძეა. მონეტა ესპანეთის სამეფო ზარაფხანაში 1 500 - იანი ტირაჟით მოიჭრა. მონეტის ფასი 95 ლარია და მისი შეძენა პირველი თებერვლიდან, შესაძლებელი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ყვარლის ფულის მუზეუმსა და ონლაინ მაღაზიის მეშვეობით.
მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასევე, დატანილია წარწერები - "საქართველო", "GEORGIA", "1918“ , „2018" და "5 ₾".
ნომინალი: 5 ლარი
შემადგენლობა: Ag 925
წონა: 15.5 გ
დიამეტრი: 33 მმ
წიბო: გლუვი
ხარისხი: პრუფი
მოჭრის რაოდენობა: 1500 ცალი
გამოშვების წელი: 2018