Posts

Showing posts from May, 2018

ლაშა ბუღაძე - პატარა ქვეყანა

Image
„პატარა ქვეყანა“ ნახევრად ავტობიოგრაფიული ტექსტია: მასში მოთხრობილია თავად ავტორის და საქართველოს ბიოგრაფია ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან უახლეს პერიოდამდე. ამ მცირე ხნის განმავლობაში პატარა ქვეყანა საბჭოთა კავშირს გამოეყო, დამოუკიდებლობა მოიპოვა, ოთხი ომი და ერთი რევოლუცია გადაიტანა და ოთხი პრეზიდენტი შეიცვალა.  ეს არის რომანი ცვლილებების, ილუზიებისა და შიშების შესახებ, რომელშიც ავტორი ჩვეული სარკაზმით მოგვითხრობს, როგორ ცხოვრობდა ხალხი ცვლილებებით სავსე ეპოქაში; რას ეგუებოდა და რას უძალიანდებოდა; რა მოსწონდა და რა – არა; როგორ შეირაცხა ახალგაზრდა მწერალი წმინდანის შეურაცხმყოფლად სატირული მოთხრობის გამო; როგორ გადაურჩა ეკლესიისგან განკვეთას და რა როლი შეასრულეს ამ აბსურდულ ამბავში პატარა ქვეყნის სამმა პრეზიდენტმა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქმა.

წიგნი ► ტიციან ტაბიძე - დავით კლდიაშვილი

Image
დავით კლდიაშვილის ყოველი გმირი ისე ცოცხლად არის ამოჭრილი ცხოვრებიდან, რომ შეუძლებელია მისი არ დანახვა და არ დამახსოვრება.  იხილეთ წიგნი: ტიციან ტაბიძე - დავით კლდიაშვილი „მომრიგებელ მოსამართლის სახლის აივანზე ძალიან ხშირად შეგხვდებათ შავებით მორთული ხნიერი დედაკაცი, რომელსაც ხან მზად დაკეცილი მისართმევი თხოვნა უჭირავს ხელში, ხან ისეა - ხელ-ცარიელი, გვერდით უყენია ოთხი-ხუთი წლის პატარა შავთვალა მალხაზი ბავშვი, ჩითის ბლუზით, წითელ წუღებით, კიზიროკიანის ქუდით თავზე, უქამროდ და მოსამართლესთან მისვლის დროს, მოწევამდინ ეს დედაკაცი გულდამწვარი უამბობს ხოლმე ნაცნობთ და გარს შემოხვეულ მაყურებელთა თავის გაჭირვებას, უსაშვალებას და მწუხარებას, რაც მათ ორივე დადა-შვილის ადგიათ მისის გერის, პლატონ სამანიშვილისაგან, რომელმაც აღარც ღობე შეარჩინა, აღარც საზღვარი, აღარც ადგილი და იძულებული ხდის საწყალ მოხუცებულ ქვრივს დედაკაცს იწანწალოს ყოველ კვირა სასამართლოში...“ განა აქ შეიძლება რომელიმე დეტალის ამოგდება? ეს მოსამართლე, დაწერილი არზა, ბავშვის ტანისამოსი, „კიზიროკიანის ქუდით“, ღობის დ...

ბრუნო შულცი - დარიჩინის ქულბაქები

Image
ბრუნო შულცი 1892 წელს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის პროვინციულ ქალაქ დროგობიჩში დაიბადა. მთელი ცხოვრება ადგილობრივ სკოლაში მუშაობდა ხატვისა და შრომის  მასწავლებლად და სიკვდილიც იმავე ქალაქში ეწერა - 1942 წელს ქუჩაში მიმავალი შულცი გესტაპოს ოფიცერმა, კარლ გიუნტერმა თავში გასროლით მოკლა.  ერთი წლით ადრე, როცა ნაცისტებმა დროგობიჩი დაიკავეს, ებრაელმა შულცმა თავისი ნახატებისა და ხელნაწერების დიდი ნაწილი შესანახად გადასცა არაებრაელ მეგობრებს. იქიდან აღარაფერი გადარჩენილა. სავარაუდოდ, სწორედ იმ ქაღალდებში იყო შულცის დაუმთავრებელი რომანი „მესია“. ბრუნო შულცი, მეოცე საუკუნის დიდი პოლონელი მწერალი, მოთხრობების ორი პატარა კრებულის ავტორია. „დარიჩინის ქულბაქები“ შულცის პირველი, 1934 წელს გამოქვეყნებული წიგნია.

ბარათაშვილის გადმოსვენება და ჯიბგირი გიორგი გოლოვკოვი |

Image
XIX საუკუნის ბოლოს, თბილისის მთელ პირქუშობას, მოწყენილობას და ყოფის სიმკაცრეს თუ გაანიავებდა ვინმე, მხოლოდ ახალგაზრდა თავადიშვილი ნიკოლოზ ბარათაშვილი - მრავალშვილიანი, მტარვალი მამის მხიარული ვაჟი, რომელსაც ბედმა არგუნა დიდი რომანტიკოსი პოეტი გამხდარიყო.

დამოუკიდებელი საქართველო | ეშმაკის მათრახი

Image
„დამოუკიდებელი საქართველო“, ჟურნალი „ეშმაკის მათრახი“, 1920 წ.

წიგნი ► მიხეილ ჯავახიშვილი - როგორ ვმუშაობ

Image
ჩანჩურა ცოცხალი ვინმე ვნახე მეთქი. ვნახე მეჩექმე გაბოც, კურკაც, ლამბალოც, ყაშაც, აბდულაც. კვაჭი მრავალჯერ შემხვედრია, ჩემთვისაც გაუკრავს მას კლანჭი. ის ნარევი ტიპია. იხილეთ წიგნი: მიხეილ ჯავახიშვილი - როგორ ვმუშაობ ჯაყო სულ სხვანაირად წარმოიშვა. 30 წლის წინათ ჯავის ხეობაში უცნაური ვინმე შემხვდა - ბრგე, ბანჯგვლიანი, ცბიერი, ხარბი, ამავე დროს მარდი და მოხერხებული, მისი სახელი აღარ მახსოვს. 10 წლის შემდეგ ინჟ. ფიდო ყაზბეგმა ქართულ კლუბში ასეთი ანეკდოტი გვიამბო: ნაყმევმა თავის კნეინას ძღვენი მიართვა. - გამარჯობა, ჯაყო! - კნეინას გახალვარ. - რასა იქმ, როგორა ხარ? - ძალიან კარგად ბრძანდები, შენი წირი მე. - ცოლშვილი როგორა გყავს? - სულ კარგათა ხართ, გენაცვალე. - რამდენი შვილი გყავს, ჯაყო? - თორმეტი გყავს, გენაცვალე მაგ თვალებშია. - როგორ მოახერხე მაგდენი, ჯაყო? - მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა! მიუგო ნაყმევმა. უკანასკნელ სამ სიტყვაში ამაზე უფრო მწვავე პილპილი ეყარა. ანეკდოტი ჩემს ხსოვნაში ხუთიოდე წუთის მეტს ვერა სძლებს, მაგრამ ამ უწმაწურ ანეკდოტს ჯაველი ოსი ჩაეხლართა დ...

წიგნი ► ტიციან ტაბიძე - ამორძალები, შავი ზღვის ლეგენდა

Image
შავი ზღვის სანაპიროებიდან თითქმის ყველა მამაკაცები წავიდნენ აზიაში საომრად. ძველ ადგილას სოფლებში დარჩნენ მხოლოდ მოხუცი მამაკაცები, პატარა ბავშვები და დედაკაცები. უკაცო ქვეყანაში დედაკაცებს უხდებოდათ ყველაფრის გაკეთება, რასაც წინად მამაკაცები აკეთებდნენ.  იხილეთ წიგნი: ტიციან ტაბიძე -  ამორძალები, შავი ზღვის ლეგენდა ... შიმშილმა მიაღწია უკანასკნელ საფეხურამდე - ამდენის ატანა ვეღარ შეძლეს და მიიღეს ქალებმა საშინელი გადაწყვეტილება - ერთ ღამეს გაიყვანეს ყველა მოხუცები და ბავშვები და გადაყარეს ზღვაში. ტომირანდა, წინამძღოლის ცოლი არ გავდა სხვა ქალებს. ის დაბადებული იყო გრიგალისა და ქარიშხალისათვის. მას ეჯავრებოდა მყუდრო ცხოვრება და მშვიდი ამინდი - მისთვის დღესასწაული იყო იარაღის ხმაურობა და ბუნების ქარიშხალი. ასე იწყება ამბავი ამორძალების სამეფოს - ტელისკირის დაარსებისა და მათი დედოფლის, გრიგალისა და ქარიშხლისათვის დაბადებული - ტომირანდასი, ვისთვისაც დღესასწაული იყო იარაღის ხმაურობა და ბუნების ქარიშხალი.

აჰმეთ უმითი - ეძღვნება სტამბოლს

Image
ცხოვრება გრძელდება. ადამიანი ძალაუნებურად სხვას ხვდება, სხვა უყვარდება. სხვების მიმართ განცდილმა სიყვარულმა მიცვალებულებთან არსებული კავშირი არ უნდა შეასუსტოს.