ლევან ბერძენიშვილი ► სტამბოლი |
„კონრადის, ნაბოკოვის, ნაიპოლის მსგავსად სხვა წარმატებულმა მწერლებმაც გამოიცვალეს ენა, სამშობლო, კულტურა, ქვეყანა, კონტინეტი, ცივილიზაციაც კი და წერა ასე გააგრძელეს. მაგრამ თუ ისინი ამ გადასახალებებითა და მომთაბარეობით ძლიერდებოდნენ, მე სწორედ ჩემს სახლთან, ქუჩასთან, გარემოსთან, ჩემი ფანჯრის ხედსა და ქალაქთან მუდმივი კავშირის წყალობით ვიქეცი ასეთ მწერლად“, - ორჰან ფამუქი
ორჰან ფამუქის - სტამბოლი, ერთი შეხედვით ცივი და პიქრუში. მიუახლოვდები და იმწუთას გასაგები ხდება - ეს სევდიანი ქალაქია, იგი ატარებს სევდას თავისი მაცხოვრებლების მიმართ...
ისმის ხმაური, ბავშვები სახლის პარმაღებთან სხედან, ფანჯრებიდან მოხუცი ქალებს თავი აქვთ გამოყოფილი და ტურისტებს ათვალიერებენ, ოფიციანტები კაფეებიდან თითქოსდა სათამაშო მაგიდებითა და სკამებით გამოდიან, იმიტომ რომ ასეთი ადგილია. ესალმებიან ყველას, ვინც კი გაივლის და გამოივლის.
აქ შეიმჩნევა განსაკუთრებული ფერი, სტამბოლის ფერი, რომელიც ხიბლავს მზერას, აღძრავს ტკბილ და სევდიან მოგონებებს.
🔉ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა ►„ლიტერატურული ქალაქები“
🎙 გადაცემის ყოველი ახალი ჩანაწერი ვებგვერდ - http://Vangogen.blogspot.com/ -ზე გამოქვეყნდება.