წიგნი ► ახალი სალიტერატურო ქართულისათვის
ჩვენს თვალწინ, ჩვენს სულსა და შეგნებაში, ნებსით და უნებურად, დიდი ცვლილება ხდება: ერთი კვდება, მეორე იბადება.
იხილეთ წიგნი: მიხეილ ჯავახიშვილი - ახალი სალიტერატურო ქართულისათვის
ენა ერთი ბურჯთაგანია ქართული კულტურის. მაგრამ მარტო მწერალსა და მეცნიერს არ შეუძლია მისი შენახვა და გამდიდრება. ეს უღელი თუ განძი მთელი ხალხის საზიდავია. ამიტომ ყოველი შეგნებული მოქალაქე მოვალეა თავის ენა კულტად გადააქციოს და მისი ცოდნა-შესწავლა უპირველეს ვალად გაიხადოს.