ლევან ბერძენიშვილი ► დუბლინი |

ჯოისი, დუბლინი და დუბლინელები. არსებობენ მწერლები, რომელთაც შეუძლიათ თავის ქალაქს ძეგლი დაუდგან. 



ჯოისმა აღწერა ქალაქი, რომელშიც  შეუძლებელია პრინციპულად რაიმე შეიცვალოს. ამიტომაც, არსებობს ასეთი „უცნაური“ დღე, რომელსაც ბლუმსდეი [16 ივნისი, 1904წ.] ჰქვია. ეს არის პერსონაჟის დღე - ჯოისმა დაწერა წიგნი, რომელშიც აღწერა კაცობრიობის ისტორიის ერთი მონაკვეთის, ერთი წლის ერთი დღე და იმ დღეს მთელი მსოფლიო ქალაქ დუბლინში ჩადის.


და ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, თუ რა ხდებოდა ამ ქალაქში დილის რვა საათიდან და რა უნდა მომხდარიყო დღის ბოლომდე... ამ გზას ორი წამოწყება აქვს - ერთს სტივენ დედალუსი იწყებს, მეორეს კი - ლეოპოლდ ბლუმი.

გარკვეული გაგებით, ეს ოდისეათა ოდისეა, დუბლინის ოდისეაა...






🔉ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა ►„ლიტერატურული ქალაქები“
🎙 გადაცემის ყოველი ახალი ჩანაწერი ვებგვერდ - http://Vangogen.blogspot.com/ -ზე გამოქვეყნდება.