ჩარლზ ბუკოვსკი - სექსი
• ხორცს ვჭამდი, ღმერთი არ მყავდა, ბუნება არ მაინტერესებდა, ტყნაური მიყვარდა, არჩევნებში ხმას არავის ვაძლევდი, ომები მევასებოდა, გარე სამყარო კი მაღიზიანებდა. ბეისბოლი არ მიყვარდა. არც ისტორია მიტაცებდა და არც ზოოპარკები.
• მუდამ ახურუშებული ვიყავი და წამდაუწუმ ვანძრევდი. სექსი იმდენად აღმაგზნებდა თავისი აკრძალულობით, რომ ლამის გამერეკა. გეგონება, რაღაც ცხოველი ყოფილიყოს, რომელიც სხვა ცხოველს ეუფლება.
• ზასაობა ჟიმაობაზე უფრო ინტიმური რამეა. იმიტომაც ვბრაზობდი, როცა ჩემი ნაშები სხვა კაცებს ეზასავებოდნენ. მერჩივნა, რომ სულაც მიეცათ.
• პირველ კოცნასა და პირველ ჟიმაობაში იყო რაღაც დრამატულობა. მაგრამ მოგვიანებით, ქალში უსათუოდ იჩენდა თავს სიგიჟე და მენსტრუალური ხუშტურები. მათ თვალში უფრო და უფრო უმნიშვნელო ტიპი გავხდებოდი; ისინი კი ჩემს თვალში. მე უკვე ბებერი და უშნო ვიყავი. შეიძლება სწორედ მაგიტომ ვკაიფობდი ახალგაზრდების ხეხვაზე. კინგ-კონგი და ფერიები. რისი იმედი მქონდა, რომ ახალგაზრდებთან ჟიმაობით უკვდავი გავხდებოდი? ანდა მათთან ურთიერთობა არ დამაბერებდა, თავს ბებრად არ მაგრძნობინებდა? ჰო, დაჩაჩანაკება არ მინდოდა. ანუ, ცხოვრებასთან გამომშვიდობება, იქამდე, სანამ სიკვდილი კარზე მომიკაკუნებდა.
• კეთილი ქალები უკეთ ჟიმაობენ, უფრო მეტს დებენ სექსში, ხოლო მათთან გატარებული დროის მერე, ისინი უფრო ლამაზებად გეჩვენებიან, რადგან შინაგანად არიან ლამაზები.
• კაცს ბევრი ქალის ყოლა მხოლოდ მაშინ ეპატიება, როცა არც ერთი არ ვარგა. მაგიტომაც ეძებს ახალს. მაგრამ გაუთავებელ ტყნაურში კაცი თავის იდენტურობას კარგავს.
• მართალია, რომ პოეზიის საღამოებზე სატყნავი ქალის დათრევა შეიძლება. როკ-მუსიკოსებიც კონცერტებზე ითრევენ ქალებს. წარმატებული მოკრივეები კი შეჯიბრებისას. ტორეროებს ხომ საერთოდ ქალიშვილები აძლევენ. მართალი რომ ვთქვა, სწორედ ეგენი იმსახურებენ ქალიშვილებს.
• როცა ღარიბ უბანში ცხოვრობ, სულ სხვისი მუსიკის და ტყნაურის სმენა გიწევს. ამ უკანასკნელს კიდევ არა უშავს, მაგრამ რამდენიმე საათის განმავლობაში სხვისი მუსიკის მოსმენა გულის ამრევი იყო. ამერიკა ბანძი ადგილი იყო საჟიმაოდ.
• თუ დალევა გინდა, დალიე. თუ ჟიმაობა გინდა მაშინ მოისროლე ეგ ოხერი ბოთლი. ჩემი დილემა ის იყო, რომ ერთიც მინდოდა და მეორეც. ან დალევა, ან ჟიმაობა რომ აეკრძალათ, უარს უფრო ჟიმაობაზე ვიტყოდი.