ლედა და გედი - პომპეიში აღმოჩენილი ეროტიკული ფრესკა |

ფრესკა პომპეიდან - ლედა და გედი
არქეოლოგებმა პომპეიში ეროტიკული რომაული ფრესკა აღმოაჩინეს. მასზე ლედა და გედია ასახული. 

აღნიშნული ბერძნული მითის სიუჟეტი საუკუნეების განმავლობაში შთააგონებდა ხელოვანებს. მითის მიხედვით, ზევსმა გედის ფორმა მიიღო და სპარტის დედოფალი, ლედა გააუპატიურა. კლასიკური მითოლოგიის თანახმად, გედად ქცეული ზევსის შემდეგ, ლედამ სქესობრივი აქტი მეუღლესთან - მეფე ტინდარესთანაც დაამყარა. შედეგად, ლედამ ორი კვერცხი დადო, რომლებიდანაც მშვენიერი ელენე, კლიტემნესტრა და ბუმბერაზი ტყუპი ძმები: კასტორი და პოლუქსი (პოლიდევკე) იშვნენ.

ელენე, რომელიც მთელს საბერძნეთში ულამაზეს ქალად მიიჩნეოდა, სპარტის მეფეს - მენელაოსს გაჰყვა ცოლად; ტროის უფლისწულ პარიზის მიერ მისი მოტაცების გამო კი ტროის ომი დაიწყო.

ბერძნულ მითოლოგიაში არანაკლებ გავლენიანი ფიგურაა კლიტემნესტრა, ვინც ტროის ომიდან დაბრუნებული მეუღლე, მიკენის მეფე, მენელაოსის ძმა - აგამემნონი საყვარელს მოაკვლევინა.

ფრესკა პომპეიდან - ლედა და გედი
ფრესკა პომპეიდან - ლედა და გედი
პომპეიში აღმოჩენილი ფრესკა, სავარაუდოდ, ქალაქის ცენტრთან მდებარე ერთ-ერთი შეძლებული ოჯახის სახლში, საძინებლის კედელს ამშვენებდა. ქალაქი პომპეი ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად, ქრისტეს შობიდან პირველ საუკუნეში განადგურდა.

გედის ლედასთან შეუღლების თემა რენესანსის პერიოდის იტალიელი მხატვრების: ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, ტინტორეტოსა და სხვათა შთაგონების წყაროდ იქცა.

ტინტორეტო - ლედა და გედი, 1550-1560 წწ.
ლეონარდო და ვინჩი - ლედა და გედი
ამ თემაზე ლეონარდოსა და მიქელანჯელოს მიერ შექმნილი ნამუშევრების ორიგინალები დაკარგულად მიიჩნევა, თუმცა მათი ასლები მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებშია გამოფენილი.

მიქელანჯელო ბუონაროტი - ლედა
მიქელანჯელო ბუონაროტი - ლედა
მითის მიხედვით, გამოჩენილმა ირლანდიელმა პოეტმა და დრამატურგმა, XX საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა - უილიამ ბატლერ იეიტსმა კლასიკური პოემა შექმნა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, ახლადაღმოჩენილი ფრესკის მახლობლად, მეცნიერებმა რომაელთა ნაყოფიერების ღმერთის - პრიაპუსის ეროტიკული ფრესკასაც მიაგნეს.

ფრესკა პომპეიდან - ნაყოფიერების ღმერთი პრიაპუსი
ფრესკაზე პრიაპუსი საკუთარ პენისს სასწორზე წონის. ეს ნამუშევარი ლედასა და გედის ფრესკაზე უარეს მდგომარეობაშია. 

წყარო - BBC

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში