ჯონ სტაინბეკი და ქართველი მეცნიერ-მუშაკი |

1947 წლის შემოდგომაზე საქართველოში იმოგზაურა ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტაინბეკმა. მის წითლად აღაჟღაჟებულ, აგურისფერ სახეს დილიდან დაღამებამდე ღიმილი არ მოშორებია. ის ყველას მომაბეზრებლად ჩრიდა ხელში თავის წიგნს, რომლის ყდა საკმაოდ გაცვეთილიყო გზაში. 

თბილისის სამეცნიერო დაწესებულებებში, ატენელი კოლმეურნის ოჯახში, ჩაქვის ჩაის პლანტაციებში, ქობულეთის ციტრუსოვან ჭალებში და ბათუმის ნავთსადგურში - ყველგან, სადაც კი ყოფნა მოუხდა ოკეანის გაღმიდან მოსულ სტუმარს - ის კარგად, არტისტულად დაყენებული, მაგრამ არაფრის მეტყველი ხმით წარმოსთქვამდა ხოლმე:

„ვგრძნობ მოთხოვნილებას წარმოგიდგინოთ ჩემი წიგნი - „რისხვის მტევნები“... ეს არის მართლაც მრისხანე ამბავი გულკეთილ ფერმერებზე, რომელთაც უნამუსოდ ყველფენ და რომლებიც ბრძოლას უცხადებენ ჩვენი თავისუფალი... მაპატიეთ... როგორც ამბობთ ხოლმე თქვენ?.. აულაგმავი კაპიტალიზმის ბოროტ ძალებს“.

ჩაის ფაბრიკაში, ერთ-ერთმა ქართველმა მეცნიერმა-მუშაკმა, ტექნოლოგმა განზე გასწია სტუმრის ხელი, რომელსაც წიგნი ეჭირა და მას წმინდა ინგლისურ ენაზე უთხრა:

„მაპატიეთ მისტერ, თქვენი წიგნი უკვე კარგა ხანია დევს ჩემს ბიბლიოთეკაში“.

- მით უკეთესი, - გაეცინა სტაინბეკს, მე წავაწერ მას ჩემს ავტოგრაფს და წიგნს ჩემი წარწერით კარგ ფასად გაჰყიდით.

მეცნიერ-მუშაკი აენთო:

- მისტერ სტაინბეკ, - წარმოთქვა მან, ეს ცუდი ბიზნესია.


ნაწყვეტი გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნება“-ში გამოქვეყნებული სტატიიდან, 1949 წ. სტატიის ავტორი - ი. დუბინსკი