Posts

Showing posts from January, 2019

აკა მორჩილაძე - გადაფრენა მადათოვზე და უკან |

Image
„გადაფრენა მადათოვზე და უკან ტრილოგიის პირველი წიგნია. დეტექტიური სიუჟეტი  XIX საუკუნის თბილისში ვითარდება. მადათოვის კუნძულზე ნაპოვნია ხაფო მხატვრის გვამი, რომლის მკვლელობის გამოძიებასაც მრავალი დაფარული საქმის კვალამდე მივყავართ... გამოგონილის გარდა რომანში ისტორიულ და ლიტერატურულ პერსონაჟებსაც შეხვდებით. ძველი თბილისის კოლორიტული სურათების გვერდით უხვადაა პაროდია, იუმორი და ირონია, რაც რომანს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს და მკითხველის საყვარელ წიგნად აქცევს. *** განა ყველაფერი თავიდან იწყება? განა სახლში მარტო კარიდან შეისვლება?  ტფილელი ქურდი ეშია, XIX საუკუნე *** ზემოთ ქალაქს ქვემოთას ამბავი არ გაეგებოდა, ქვემოთ ზემოთასი არ იცოდნენ. *** სკუდერის ხიდის თავზე სასტუმრო „ლონდონი“ გაეხსნა რაფიელ გილიგოვს, რომელსაც მეწილედ გირშფელდი ჰყავდა. ამ სასტუმრო „ლონდონში“, მეორე სართულზე, რომლის წინა ფანჯრებიც გამოდიოდა ძველი ყაბახის, აწ კი ალექსანდრეს ბაღის ქვედა ხეივნების მხარეს, დასახლებულიყო ერთი უცხოელი - შვილი შორეული ჩრდილო ქვეყნისა. ეს კაცი ორ...

სვეტლანა ალექსიევიჩი - უკანასკნელი მოწმეები |

Image
„უკანასკნელი მოწმეები“ ნობელის პრემიის ლაურეატის – სვეტლანა ალექსიევიჩის მიერ II მსოფლიო ომის შესახებ დაწერილი მეორე წიგნია. ამ ჯოჯოხეთზე ქალების ნაცვლად ახლა ბავშვები მოგვითხრობენ, უფრო სწორად: ნაადრევად დაბერებული უფროსები, ვინც ფაშისტური გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის მომენტისათვის ორიდან თოთხმეტ წლამდე ასაკის ბავშვი თუ მოზარდი იყო; ვისაც პირველი დაბომბვის წუთებშივე წაართვეს ბავშვობა. წიგნის ქვესათაურია „სოლო ბავშვის ხმისათვის“. მართლაც დაობლებული, ნაგვემი, ნაშიმშილები ბავშვების თითოეული ამბავი აქ მარადმჟღერ გუნდად იკვრება და ერთ შემზარავ ეპოსს ქმნის. ამ წიგნის პერსონაჟები მეტწილად ბელარუსები არიან, ვისაც საბჭოეთის სხვა ხალხებზე ადრე დაატყდა თავს ომის პირველი უძლიერესი ტალღა. ბავშვთა სახლად ქცეული პიონერთა ბანაკი, გადამწვარი სოფლის ნაცეცხლარში ამოთხრილი მიწური, საკონცენტრაციო ბანაკი თუ ტყეში დადგმული პარტიზანთა ქოხი – ის ადგილებია, სადაც ბავშვის გაოგნებული, მაგრამ უკვე მრავლისმცოდნე მზერა ხედავს მტერს: ვაჟკაცური გარეგნობის ღონიერ და მხნე ადამიანს, რომელიც „ასეთი ლამაზ...

მთაწმინდა | არჩილ სულაკაური

Image
ოცდაათი წელი ვიცხოვრე იმ სახლში, რომელიც მტკვრის პირას იდგა. ხისრიკულებიან აივანზე მდგარს თითქმის ნახევარი თბილისი ხელისგულზე მედო. ჩემი აივნიდან მოჩნდა ორი ხიდი - მუხრანის დაკიდებული და ვორონცოვისა, მუხრანის ხიდს ქვემოთ - მარცხნივ მეტეხის ციხე და ტაძარი, მაჯრვნივ სიონის გუმბათი, უფრო ახლოს - ანჩისხატი; მოჩანდა ზემო და ქვემო უბანი, ნარიყალა, სოლოლაკის ნაწილი, მთაწმინდის უბანი, რუსთაველი, ზემელი, რუსული ეკლესია, ეკლესიის მიღმა ვერის სახურავები, ხოლო სახურავებს იქით თრიალეთის ქედის ბოლო ფერდობები, რომელთა წიაღში ზაფხულობით მზე ივანებდა. და ყველაფერს რასაც ჩემი აივნიდან ვხედავდი, თავს უყრიდა, აწესრიგებდა, ამთლიანებდა და აგვირგვინებდა მთაწმინდა, ანუ მამადავითი. პატარა ბავშვი აივანზე ვიდექი და თვალს ვადევნებდი ფუნიკულიორის ტრამვაის პაწაწინა ვაგონების თითქმის შეუმჩნეველ მოძრაობას. განსაკუთრებით ვიძაბებოდი მაშინ, როდესაც ვაგონები ერთმანეთს უახლოვდებოდნენ. ყური მქონდა მოკრული, ოდესღაც, დიდი ხნის წინ ვაგონები ერთმანეთს შეეჯახნენო. ცხადია, ეს ჭორი იყო. მაგრამ მე მაინც ველოდებოდი ასეთი შემთხ...