Posts

Showing posts from May, 2019

ჯორჯ ვაშინგტონი - ომი ამერიკის დამოუკიდებლობისათვის |

Image
„მშვიდობის შენარჩუნების საუკეთესო გზა ომისთვის მზადყოფნაა“ ჯორჯ ვაშინგტონი არ მიეკუთვნებოდა სარდალთა იმ რიგს, რომლებიც ტაქტიკისა და სტრატეგიის დიდი ნიჭით გამოირჩევიან, სამაგიეროდ ჰქონდა უნარი, გაძღოლოდა არმიას, რომლის ჯარისკაცებიც „ნახევრად მშივრები, მუდამ ჩამოძონძილები, ყოველგვარ გასამრჯელოსა და გამოცდილებას მოკლებულნი იყვნენ, ზოგჯერ ცოცხალი არსებებისთვის სრულიად გაუსაძლის პირობებსაც კი უძლებდნენ“, თუკი ის ამის საჭიროებას კარგად აუხსნიდა, და შეეძლოთ, ფრანგების ლამის უმნიშვნელო დახმარებით, კარგად გაწვრთნილ, კარგად ეკიპირებულ, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო არმისაც კი მორეოდნენ. ვირჯინიაში 1732 წელს დაბადებული ვაშინგტონი თამბაქოს პლანტაციის მფლობელის შვილი და ნორტჰემპტონშირიდან ჩასული იმიგრანტის შვილიშვილი გახლდათ. თექვსმეტიდან ცხრამეტ წლამდე შენანდოას ველის უმეტესად აუთვისებელ ტერიტორიაზე მიწის მზომლად მუშაობდა. 1754 წელს პირველად მიიღო მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში, როგორც ვირჯინიის მილიციის (სახალხო ლაშქრის) მაიორმა, ოჰაიოს მდინარეზე ფრანგების წინააღმდეგ. ბრძოლა ბრიტანელებ...

1001 ზღაპარი საქართველოზე | გიორგი ჭეიშვილი

Image
„ეგ ოხერი ჩვენი ისტორია... მარტო ომებისა და მეფეების ისტორიაა, ერი არსადა ჩანს, მე კი ასეთი აგებულების ადამიანი ვარ, რომ მეფეების და ომების სახე არ მიმიზიდავს ხოლმე. საქმე ხალხია და ხალხი ჩვენს ისტორიაში არა ჩანს“, - ილია ჭავჭავაძე ილიასი არ იყოს, ჩვენც ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს ისტორია მეფეების ისტორიაა, რომელიც არ ცნობს და შესაბამისად, არც იცნობს უბრალო ხალხს, მათ ყოველდღიურობას, იშვიათ მოვლენებს, მათი ცხოვრების წესს, ტრადიციებს, თავგადასავლებს, ან თუნდაც უბრალო ამბებს. 1001 ზღაპარი საქართველოზე ჩვენი უახლოესი წინაპრების ისტორია, მათთან დაკავშირებული ამბები, დაკარგული განძია. თუკი მათი ყოველდღიური ცხოვრების ქრონიკას თუნდაც ზედაპირულად გადავავლებთ თვალს, პირველ ყოვლისა, ბებია-ბაბუების, დიდედებისა და პაპების მონათხრობი ამბები და ფრაზები გაგვახსენდება და ჩვენი წარსულის ფაზლის ნამსხვრევები ნელ-ნელა მეხსიერების კუთვნილ ადგილებს მოერგება. ამ ადამიანების ისტორიებში ჩანს ისიც, თუ როგორ სრულდებოდა XIX საუკუნე და რა მოლოდინი ჰქონდათ ახალი საუკუნის მი...

აკაკი წერეთელი - დიმიტრი ყიფიანი |

Image
სულ სხვა ბუნებისა და გუნების იყო, ვიდრე გრიგოლ ორბელიანი, განსვენებული დიმიტრი ყიფიანი. სააბაშიო, საბატონო აზნაურიშვილს, უბრალო ჩამომავლობისას, უფრო მეტი ნიჭი და მეცადინეობა ეჭირვებოდა, ვიდრე რომელიმე გვარისშვილს, რომ ცხოვრებაში ბიჯი გადაედგა!.. შთამომავლობით არა მიუძღოდა რა!.. მომხრე არავინ ჰყოლია და თავისთავად უნდა გაეკვლია გზა მომავლისა. პირველი ბიჯი მანც ციმბირისაკენ გადადგა. ახლგაზრდობა ვოლოგდაში გაატარა, მაგრამ დაბრუნების შემდეგ კი ისეთი მხნეობა და ნიჭი გამოიჩინა, რომ ჩინოვნიკობას თავში დაუდგა... მთავარმართებლის კანცელარიის მმართველობა ჩაიგდო ხელში, გაითქვა სახელი და გაძლიერდა. ქართველობას მისთვის, გარდა სიცოცხლისა, არა მიუცრია რა!.. ყოველიფერი რუსობამ მოახვეჭინა, მაგრამ დახეთ გულგაუტეხლობას, იმას სამშობლო მაინც არ დავიწყებია, იმ თავიდან ამ ბოლომდე, სიყრმიდან სიბერემდე, სულ თურმე საქართველოზე ჰფიქრობდა - ცოტას ჰფიქრობდა პირადობაზე. დიდკაცობა და ძალა მიტომ უნდოდა, რომ ხალხში მეტი გავლენა ჰქონებოდა და მეტი სარგებლობა მოეტანა საქართველოსათვის. იმან კარგად იცოდა, რომ იმ დროშ...

პირველი რესპუბლიკა - დროშა და გერბი |

Image
საქართველოს ეროვნული საბჭოს და საქართველოს რესპუბლიკის 1918 წლის 10 სექტემბრის კანონი „საქართველოს რესპუბლიკის დროშისა“ 1. საქართველოს რესპუბლიკას აქვს თავისი დროშა სამფეროვანი: წითელის (შვინდის ფერის), შავის და თეთრის ფერისა. 2. დროშას შეადგენს: თეთრი ბუნი თავში ბირთვითა და შუბის წვერით, ალამი წითელი (შვინდის ელფერისა) შავი და თეთრი თანასწორი ზოლებით ზემო კუთხეში ბუნთან; შავი და თეთრი ზოლები შეადგენს ალამის განის ნახევარს და სიგრძის ორ მეხუთედს. *** საქართველოს ეროვნული საბჭოს და საქართველოს რესპუბლიკის 1918 წლის 4 ოქტომბრის კანონი „საქართველოს რესპუბლიკის დროშის პროექტის შედგენის ხარჯისა“ მიეცეს სახელმწიფოს ხაზინიდგან მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძეს საქართველოს დროშის პროექტის შედგენისათვის გასამრჯელოდ სამი ათასი (3000) მანეთი. *** საქართველოს ეროვნული საბჭოს და საქართველოს რესპუბლიკის 1918 წლის 27 დეკემბრის კანონი „სამხედრო დროშისა“ 1. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო დროშა შესდგება კვადრატული ფორმის თეთრი ალმისაგან, რომლის შუაგულში მოთავსებულია საქართვე...

ტაბუ | ზიგმუნდ ფროიდი

Image
ნაწყვეტი წიგნიდან „ზიგმუნდ ფროიდი - რჩეული შრომები“ „ტაბუ“ პოლინეზიური სიტყვაა და მისი თარგმანი გარკვეულ პრობლემებს ქმნის, რადგან დღეს ენაში ამ შინაარსის გამომხატველი ცნება აღარ არსებობს.  ძველი რომაელებისათვის ის ჯერ კიდევ ცნობილი იყო და მათ sacer-ს იგივე მნიშვნელობა ჰქონდა, რაც პოლინეზიურ ტაბუს. αγοσ და ძველებრაულ Kodausch-იც იმავეს აღნიშნავდა, რასაც პოლინეზიელები ტაბუს მეშვეობით, ამერიკის, აფრიკის (მადაგასკარის), ჩრდილო და ცენტრალური აზიის ხალხები კი ანალოგიური ცნობებით გამოხატავდნენ. ტაბუს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მნიშვნელობა აქვს. ერთი მხრივ, ის წმინდას, კურთხეულს ნიშნავს, მეორე მხრივ - უჩვეულოს, საშიშს, აკრძალულს, უწმინდურს. ტაბუს ანტონიმს პოლინეზიურ ენაში „ნოა“ ეწოდება, რაც ჩვეულებრივს, საყოველთაოს ნიშნავს. ასე რომ, ტაბუს უკავშირდება რაღაც ისეთი წარმოდგენები, რომლებიც სიფრთხილეს მოითხოვს. არსებითად, ტაბუ აკრძალვებს, შეზღუდვებს გამოხატავს. სიტყვათშეთანხმება „წმინდა შიში“ ხშირად ემთხვევა ტაბუს მნიშვნელობას. ტაბუს შეზღუდვები განსხვავდება რელიგიური ან მორალური აკრძალვ...