ხავიერ მარიასი და მისი „ბერტა ისლა“ | ქეთევან გოჩიტაშვილი
ხავიერ მარიასი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესპანელი მწერალია. მისი ნებისმიერი რომანი უმალ ექცევა ხოლმე მკითხველის ყურადღების ქვეშ და ბესტსელერად იქცევა. ავტორი სხვადასხვა დროს დაჯილდოებულია უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული პრემიებით და ნათარგმნია დაახლოებით 50 ენაზე. ქართულენოვან მკითხველს დღემდე არ ჰქონდა შესაძლებლობა, მშობლიურ ენაზე გასცნობოდა დიდი ესპანელი მწერლის შემოქმედებას. სულ ახლახან კი გამომცემლობა „ინტელექტმა“ უდიდესი საჩუქარი გაუკეთა ქართველ მკითხველს – ქართულ ენაზე ითარგმნა მარიასის ყველაზე ცნობილი რომანი „ბერტა ისლა“ (მთარგმნელი ლანა კალანდია). როგორც ყველა დიდი წიგნის შემთხვევაში, „ბერტა ისლას“ შემთხვევაშიც ზუსტად ასეა – ძნელია, მოკლედ ილაპარაკო, რის შესახებ არის წიგნი. რაც არ უნდა თქვა, როგორც არ უნდა მოინდომო, მხოლოდ შიშველი ჩონჩხი გვრჩება, სიტყვებისგან შედგენილი მატრიცა, რომელიც ბევრს არაფერს გეუბნება... ხშირად წერენ, რომ ეს არის რომანი ჯაშუშის გასაიდუმლოებულ, ორმაგ ცხოვრებაზე. რა თქმა უნდა, მარიასი მოგვითხრობს ჯაშუშის ცხოვრების შესახებ, მაგრამ, რეალურად, ეს...