ფრანც კაფკას მოგონება მამაზე

როცა პატარა ბიჭი ვიყავი და ჯერ ცურვა არ ვიცოდი, მამას, რომელმაც ასევე არ იცოდა ცურვა, საცურაო აუზზე დავყავდი.

მახსოვს, ვისხედით შიშვლები, მივირთმევდით ძეხვს, პურს და ზედ მამას საყვარელ ლუდს ვაყოლებდით. საუზმე მამას ყოველთვის თან მოჰქონდა, რადგან საცურაო სკოლის სასაუზმეში ყველაფერი ძვირი ღირდა.

შეგიძლია წარმოიდგინო ეს მკაცრი კაცი პატარა მშიშარა ბიჭუნასთან ერთად? ან ის, როგორ ვიცმევდით პატარა ბნელ ოთახში? ან თუნდაც ის, ძალზე დამორცხვებულს როგორ მექაჩებოდა მამა, გასახდელიდან გარეთ რომ გამოვეყვანე? შეგიძლია წარმოიდგინო, როგორ უნდოდა მამას, რომ მე, ამ ეგრეთ წოდებულ ცურვაზე ვეტარებინე, კიდევ ეს ლუდის სმაც?! რა უცნაური იყო?!