თორთონ უაილდერი - მეფე ლუდოვიკო წმინდას ხიდი

ადამიანები ყოველთვის მოითხოვენ საფუძვლიან მტკიცებულებებს; ეჭვი ყოველთვის ჩნდება ადამიანების გონებაში - იქაც კი, სადაც ინკვიზიციას ძალუძს, ყველაზე სანუკვარი ფიქრი ამოიკითხოს მათ თვალებში.

ამბობენ, რას გავიგებთ და, ღმერთები ჩვენ ისე გვექცევიან, როგორც ბუზებს, რომელთაც ბავშვები ხოცავენ ზაფხულობითო; ზოგი კი პირიქით ამბობს, ბეღურაც კი არ დაკარგავს ბუმბულს ღვთის ნების გარეშეო.

... იმის გარდა ვერაფერი გაბედა, რომ ეკოცნა კარისთვის, რომლის მიღმაც მის ქალიშვილს ეძინა.

მასაც ავიწყდებოდა (როგორც მკითხველთა უმეტესობას) ლიტერატურის ნამდვილი აზრი - გულისთქმის თხრობა. სტილი, უბრალოდ, სასმისია, რომლითაც სამყაროს მწარე სასმელი მიეწოდება.

პირველად რელიგიური რწმენა დაკარგა, რადგან ყოველივე, რაც მას ღმერთსა თუ უკვდავებაზე მოეკითხებოდა, ისეთი ადგილის წყალობა იყო, სადაც ქალიშვილებს დედები უყვარდათ.

მასაც სათავისოდ უყვარდა შვილი და არა - შვილისთვის.

მას დაეკარგა უბრალო ბუნების ადამიანთა პრივილეგია - სიყვარულისა და სიამოვნების განცალკევება. სიამოვნება აღარ იყო ისეთივე მარტივი, როგორც ჭამა; ის სიყვარულს შეერწყა.

არსებობს კი ადამიანის სატკივარი, რომლისთვისაც განთიადს შვება არ მოჰქონდეს?

ცხოვრებაში დგება წუთები, როდესაც უნდა მოიკრიბო სიმამაცე და ბანალობები ილაპარაკო.

ნაღვლიანი თვალები აქვს, როგორც ძროხას, რომელსაც მეათე ხბო მოაშორეს.

ბიძია პაიო ფლობდა ავანტურისტის ექვს ატრიბუტს - სახელებისა და სახეებისდამახსოვრების უმარს, საკუთარის შეცვლის უნართან ერთად; ენების შესწავლის ნიჭს; უსაზღვრო გამომგონებლობას; იდუმალებას; უცხოებთან საუბრის გაბმის ტალანტსა და იმ სინდისის სიმშვიდეს, დოყლაპია მდიდრების სიძულვილისაგან რომ მომდინარეობს, რომელთაც წველიდა ხოლმე.

მსახურს უყვარდა პატრონი, რადგან მას სერვანტესის ნებისმიერი შესავლის ციტირება შეეძლო და რადგანაცმის ენას კვლავ დაჰკრავდა ცოტაოდენი კასტილიური მარილი.

პუბლიკა, რომლისთვისაც შედევრები იქმნება, ამქვეყნად არ სახლობს.

მას მთელი ანტიკური ლიტერატურა ჰქონდა წაკითხული და ყველაფერი დავიწყებული, გარდა მომხიბლაობისა და იმედგაცრუების ზოგადი სურნელისა. განსწავლული იყოწმინდა მამების ცხოვრებასა და კრებებში და ყველაფერი დაივიწყა მათ შესახებ, გარდა უთანხმოების ბუნდოვანი შთაბეჭდილებისა, რომელსაც პერუში არანაირი გამოყენება არ ჰქონდა. იტალიისა და საფრანგეთის სკაბრეზული პროზის ყველა ოსტატი გადაიკიტხა და ყოველწლიურად კითხულობდა მათ: კენჭით გაწამებულიც კი უფრო სანუგეშოს ვერაფერს პოულობდა, ვიდრე ბრანტომეს ანეკდოტები და ღვთაებრივი არეტინოს პიკანტური ისტორიებია.

განიხილავდა სიყვარულს, როგორც დაუნდობელ დაავადებას, რომელიც რჩეულებმა გვიან ახალგაზრდობაში უნდა გადაიტანონ და რომლისგანაც დასუსტებულები და გაწურულები, შემდგომში მზად იქნებიან ცხოვრების საქმისთვის. არსებობდა (ასე ფიქრობდა პაიო) შეცდომათა ვრცელი ჩამონათვალი, რომელთაგან ამ სნეულების გადამტანნი წყალობით იყვნენ დაცულნი. თუმცა კი, სამწუხაროდ მათ წილადაც რჩებოდა მრავალი სისუსტე, მაგრამ სულ ცოტა (ერთი უამრავ ილუსტრაციას შორის), მათ მეგობრული კეთილგანწყობა ცხოვრების წესად არ მოეჩვენებოდათ, აღარასოდეს განიხილავდნენ ნებისმიერ ადამიანს, - პრინციდან მსახურამდე, - როგორც უსულო საგანს.

ყველაზე საქმიანი დედაც კი ჩერდება წამით, ხელებს ჩამოუშვებს და შეჰღიმის თავის ძვირფას და დამღლელ ოჯახს.

წინააღმდეგობა რწმენასა და ფაქტებს შორის უფრო დიდია, ვიდრე საზოგადოდ მიიჩნევა.

მალე ყველა მოვკვდებით და იმ ხუთის ყოველგვარი ხსოვნაც დატოვებს დედამიწას. ჩვენ თვითონაც ცოტახანს ვეყვარებით და დაგვივიწყებენ. მაგრამ სიყვარული საკმარისი იქნებოდა; სიყვარულის ყველა ნაკადი მასვე უბრუნდება, ვინც ქმნის ამ სიყვარულს. ხსოვნაც არ არის აუციელბელი სიყვარულისთვის. არის ქვეყანა სიცოცხლისა და ქვეყანა სიკვდილისა, და ხიდი მათ შორის - სიყვარულია, ერთადერთი ხსნას, ერთადერთი აზრი.

ინგლისურიდან თარგმნა - გიორგი დოლიძემ
არტრე, 2013წ.