თბილისურ შენობათა მაკეტების კოლექცია

თბილისის ისტორიის მუზეუმის ხის ფონდში დაცულია თბილისურ შენობათა მაკეტების კოლექცია. 

XX საუკუნის 20-30-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ არნახული მშენებლობა წამოიწყო, რამაც ძველი ქალაქის იერსახე სრულიად შეცვალა. ამ რეკონსტრუქციას ბევრი თბილისური უბანი და შენობა ემსხვერპლა.

მუზეუმის ხელმძღვანელობამ შემოიკრიბა მაკეტების ოსტატები - ლეონ ნაბათოვი, მიხეილ მანსვეტაშვილი, ბარიკინი; ამ ადამიანებს ძალიან კარგად ახსოვდათ ძველი თბილისური დუქნები, სახელოსნოები, საცხოვრებელი სახლები, სრულიად უბრალო მასალით (ხე, ფანერა, მუყაო, კენჭები, წებო, პლასტელინი).

ისინი ძველი თბილისური შენობების პატარა მაკეტებს ქმნიდნენ, რომელთა საშუალებითაც დღეს შეგვიძლია ძველი თბილისის განუმეორებელი კოლორიტი შევიგრძნოთ.

სახლი აბას-აბადის მოედანზე (ახლ. გუდიაშვილის მოედანი), .. „ცისფერი სახლი“, მაკეტი, ავტ. მიხეილ მანსვეტაშვილი, XX -ის I ნახ., ხე, მინა, თიხა.

მეტეხის ტაძარი და ციხე, მაკეტი, ავტ. მიხეილ მანსვეტაშვილი, XX I ნახ., ხე, თიხა, მინა, ლითონი.

სახლი მეზონინით, მაკეტი, ავტ. ლეონ ნაბათოვი, XX -ის I ნახ., ხე, ლითონი, მუყაო.

მდიდარი ვაჭრის სახლი ავლაბარში, მაკეტი, ავტ. მიხეილ მანსვეტაშვილი, XX -ის I ნახ., ხე, მუყაო.

მუხრან ბატონების სასახლე, მაკეტი, ავტ. ლეონ ნაბათოვი, XX -ის I ნახ., ხე, მარმარილო, მუყაო.

სახელოსნო დარაბები, მაკეტი, ავტ. ლეონ ნაბათოვი, XX -ის I ნახ.,ხე, მინა.