უოლტ უიტმენი - უბრალო მეძავისადმი

მშვიდად იყავი, მოიქეცი ჩემთან თამამად, ეს
მე ვარ, უოლტ უიტმენი, უხვი და ვნებიანი,
როგორც ბუნება. 

ვიდრემდის შენ მზე არ უარგყოფს, არც 
მე უარგყოფ, ვიდრემდის წყალნი არ შესწყვეტენ შენთვის
ლივლივს და ფოთლები შრიალს,
ჩემი სიტყვებიც არ დაშვრებიან შენთვის
შრიალით და ლივლივით.

ჩემო გოგონი, გითქვამ პაემანს და გავალებ
იყო მომთმენი და სრულყოფილი, ვიდრემდის
მოვალ,
მანამდის კი მოგესალმები მრავლისმთქმელ მზერით,
რათა მოსვლამდის არ დამივიწყო.


მთარგმნელი - ზვიად გამსახურდია