10 გამოგონილი თარიღი, რომელიც ლიტერატურამ უკვდავყო

10 გამოგონილი თარიღი, რომელიც ლიტერატურამ უკვდავყო:

15 თებერვალი, 1933 - ფრანკლინ რუზველტს კლავს ჯუზეპე ზანგარა, - ფილიპ. კ. დიკი - „კაცი მაღალ კოშკში“

4 მარტი, 1881 – „უოტსონ, მკვლელის კვალი ალისფერი ძაფივით გასდევს ცხოვრების დახლართულ ქსელს, და ჩვენი ვალია მივყვეთ ამ ძაფს, აღმოვაჩინოთ იგი და გამოვამჟღავნოთ ძაფის უწვრილესი ნაწილაკები.“ შერლოკ ჰოლმსი და ექიმი უოტსონი პირველად ჩნდებიან ერთად წიგნის ფურცლებზე, - არტურ კონან დოილი - „ალისფერი კვალი“

15 მარტი - ლიზბეთ სალანდერი ნილს ბიურმანს სვირინგს უკეთებს, სტიგ ლარსონი - „გოგონა დრაკონის ტატუთი“

4 აპრილი, 1984 - 1984 წლის პირველი დღე, ჯორჯ ორუელი - „1984“

2 მაისი, 1998ჰოგვორტსში ბრძოლის დღე, რომელიც ასრულებს მეორე ჯადოქრულ ომს, ჯოან როულინგი - „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“

4 მაისი - ელისი კურდღლის სოროში ძვრება, ლუის კეროლი - „ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში“

2 ივლისი - ტომ ბიუქენონს ნიკი წვეულებაზე მიჰყავს და მირტლს სახეში გაარტყა, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - „დიდი გეტსბი“

31 ივლისი, 1990 (ან 1991, იმისდა მიხედვით, ვის დავუჯერებთ) - ჰაგრიდი ჰარი პოტერთან მიდის და უხსნის, რომ ის ჯადოქარია, ჯოან როულინგი - „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“

15 აგვისტო, 1947 - იბადება სალემ სინაი, თანაც ზუსტად იმ დროს, როდესაც ინდოეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სალმან რუშდი - „შუაღამის შვილები“

25 დეკემბერი, 1952 - ლოლიტა მშობიარობის დროს იღუპება, საკუთარ მეთვრამეტე დაბადებისდღემდე ზუსტად ერთი კვირით ადრე, ვლადიმერ ნაბოკოვი - „ლოლიტა“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში