Header Ads

test

წიგნი ► ტიციან ტაბიძე - დავით კლდიაშვილი

დავით კლდიაშვილის ყოველი გმირი ისე ცოცხლად არის ამოჭრილი ცხოვრებიდან, რომ შეუძლებელია მისი არ დანახვა და არ დამახსოვრება. 


„მომრიგებელ მოსამართლის სახლის აივანზე ძალიან ხშირად შეგხვდებათ შავებით მორთული ხნიერი დედაკაცი, რომელსაც ხან მზად დაკეცილი მისართმევი თხოვნა უჭირავს ხელში, ხან ისეა - ხელ-ცარიელი, გვერდით უყენია ოთხი-ხუთი წლის პატარა შავთვალა მალხაზი ბავშვი, ჩითის ბლუზით, წითელ წუღებით, კიზიროკიანის ქუდით თავზე, უქამროდ და მოსამართლესთან მისვლის დროს, მოწევამდინ ეს დედაკაცი გულდამწვარი უამბობს ხოლმე ნაცნობთ და გარს შემოხვეულ მაყურებელთა თავის გაჭირვებას, უსაშვალებას და მწუხარებას, რაც მათ ორივე დადა-შვილის ადგიათ მისის გერის, პლატონ სამანიშვილისაგან, რომელმაც აღარც ღობე შეარჩინა, აღარც საზღვარი, აღარც ადგილი და იძულებული ხდის საწყალ მოხუცებულ ქვრივს დედაკაცს იწანწალოს ყოველ კვირა სასამართლოში...“

განა აქ შეიძლება რომელიმე დეტალის ამოგდება?

ეს მოსამართლე, დაწერილი არზა, ბავშვის ტანისამოსი, „კიზიროკიანის ქუდით“, ღობის დანგრევა და ყოველივე დავიდარაბა, რასაც სამანიშვილი აყენებს თავის დედინაცვალს და პატარა ძმას, მოწმობს, თუ როგორ ჰქმნის დავით კლდიაშვილი წვრილმანებისგან შედევრებს.

ეს არის მოზაიკა, რაღაც ბიზანტიური ოსტატობა, რომ კენჭებიდან კოშკი აიგოს.